ემილი ბრაუნინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ემილი ბრაუნინგი
Emily Browning HIFF crop.jpg
ემილი ბრაუნინგი 2011 წელს
დაბ. თარიღი ემილი ჯეინ ბრაუნინგი
7 დეკემბერი 1988
მელბურნი, ავსტრალია
საქმიანობა კინომსახიობი
მომღერალი
აქტიური 1998-იდან დღემდე

ემილი ბრაუნინგი (ინგლ. Emily Browning; დ. 7 დეკემბერი 1988) — ავსტრალიელი კინომსახიობი და მომღერალი. მისი დებიუტი კინოში შედგა 1998 წელს ავსტრალიურ სატელევიზიო ფილმში „ქუხილის ექო“. მონაწილეობა აქვს აგრეთვე მიღებული ავსტრალიურ სერიალებში „ბლუ ჰილერები“ და „რაღაც ჰაერში“. 2002 წელს შეასრულა როლი ფილმში „გემი მოჩვენება“, რის შემდეგაც ცნობილი გახდა ფართო საზოგადოებისთვის. 2005 წელს ფილმში „ლემონი სნიკეტი: 33 უიღბლობა“ შესრულებული როლისთვის ავსტრალიის კინო ინსტიტუტმა მიანიჭა საერთაშორისო ჯილდო. ბრაუნინგი აგრეთვე ცნობილია შესრულებული როლებით ფილმებში: „დაუპატიჟებელნი“ (2009), „აკრძალული ილეთი“ (2011) და „მძინარე მზეთუნახავი“ (2011).

ემილი ბრაუნინგი ენდრიუ და შელი ბრაუნინგის შვილია. დაამთავრა ელთემის უმაღლესი სკოლა 2006 წელს. ჰყავს ორი უმცროსი ძმა, ნიკოლასი და მეთიუ. ავსტრალიის კინემატოგრაფიის ინსტიტუტისგან ორჯერ აქვს ჯილდო მიღებული ნომინაციაში, „საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობი“ და „საერთაშორისო კლასის საუკეთესო კინომსახიობი“, შესაბამისად, 2002 და 2005 წლებში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1998 ტფ ქუხილის ექო The Echo of Thunder ოპალ რიჩი
2000-02 ბლუ ჰილერები Blue Heelers ჰოლი ფალტონი
2000-01 რაღაც ჰაერში Something in the Air ალისა
2002 გემი მოჩვენება Ghost Ship კეტი ჰერვუდი
2004 ლემონი სნიკეტი: 33 უიღბლობა Lemony Snicket's A Series of Unfortunate Events ვაიოლეტ ბოდლერი
2009 დაუპატიჟებელნი The Uninvited ანა აივერსი
2011 აკრძალული ილეთი Sucker Punch თოჯინა
2011 მძინარე მზეთუნახავი Sleeping Beauty ლუსი
2015 ლეგენდა Legend ფრანსის ში

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]