შინაარსზე გადასვლა

კიმ მინ ჯუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიმ მინ ჯუნი
მშობლიური სახელი კორ. 김민준?, 金閔俊?
დაბადების თარიღი 15 იანვარი, 1988 (1988-01-15) (36 წლის)
ტეგუ, სამხრეთი კორეა
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი, მოცეკვავე, პროდიუსერი, რეპერი
აქტიური 2008-დან დღემდე

კიმ მინ ჯუნი (კორ. 김민준?, 金閔俊? დ.15 იანვარი, 1988, ტეგუ, სამხრეთი კორეა) — სამხრეთ კორეელი მომღერალი, კომპოზიტორი, პროდიუსერი, რეპერი და მსახიობი, ცნობილი სასცენო სახელით Jun. K. არის ბოიბენდ 2PM-ის მთავარი ვოკალისტი[1].

კიმ მინ ჯუნი დაიბადა 1988 წლის 15 იანვარს, ტეგუში, სამხრეთი კორეა. ის სწავლობდა DongA School For The Arts-ის ერთ-ერთ ძირითად განყოფილებაში. ის აქტიურად მონაწილეობდა სასკოლო წარმოდგენებში და სიმღერის წერის კონკურსებში. მოგვიანებით კი სწავლა გააგრძელა Kyunghee University's Media Information Graduate School-ში[2].

პირველ გასაუბრებაზე YG Entertainment-ში ის დაუმეგობრდა G-Dragon-სა და თჰეიანს. ის ორ სხვადასხვა სააგენტოში მიირეს და თანამშრომლობა JYP Entertainment-თან გააგრძელა, თუმცა მეგობრული ურთიერთობა Big Bang-ის ორივე წევრთან შეინარჩუნა[3].

თავდაპირველად მისი ზედმეტსახელი იყო ჯუნსუ, რომელიც 2012 წლის 7 ოქტომბერს მიიღო. შემდეგ ის იცვლის სახელს მინ ჯუნად, მაგრამ სასცენო სახელი უცვლელი რჩება. ჯგუფთან მუშაობის პარალელურად ჯუნმა გამოუშვა ორი ციფრული სინგლი, რომელთანაგან ერთი კორეაში, მეორე კი იაპონიაში გავრცელდა, ორივე მათგანმა Oricon Weekly Albums Chart-ში მეორე ადგილი დაიკავეს. Billboard Japan-ში მისმა იაპონურმა სოლო-ალბომმა პირველი ადგილი დაიკავა. Billboard World Albums chart-ზე შედგა მისი პირველი ორეული სოლო-ალბომის „Mr. NO♡-ს“ პრეზენტაცია. მისი მესამე იაპონური ალბომი გაყიდვებშ პირველ ადგილს იკავებდა.

ჯუნი არჩეულ იქნა ჯგუფის მთავარ ვოკალისტა. 2PM-ის დებიუტი შედგა 2008 წლის 4 სექტემბერს.

2009 წელს ფანებთან შეხვედრის დროს მინ ჯუნმა თავისი პირველი ნამუშევარი წარადგინა, სახელწოდებით „Hot“[4]. მოგვიანებით ეს სიმღერა ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად ჩაიწერა და ბოიბენდის სტუდიურ ალბომშიც შევიდა 2011 წელს. 2010 წელს მან მუშაობა დაიწყო ჯონ უკთან ერთად სიმღერაზე Tok Tok Tok, რომელიც აგვისტოში გამოვიდე. ის ასევე San E-სთან ერთად მუშაობდა სიმღერებზე Break Up Back Up და Let’s Go, რომლებიც სექტემბერსა და ოქტომბერში გამოვიდა.

2014 წლის ინტერვიუში ჯუნმა აღნიშნა, რომ Oricon-ის მონაცემებით მისი სადებიუტო ალბომი საუკეთესოა იაპონიაში გამოშვებულთაგან. მინ ჯუნის საკონცერტო ტური „Love & Hate“ იაპონიის ტოპ ათეულში შევიდა.

2014 წლის 11 ივლისს გამოუშვა No Love-ის კორეული ვერსია. სხვა იაპონური ალბომი კი რადიო ჩარტებში 2014-2015 წლებში დიჯეი LEAD-ის მიერ იკვრებოდა. 2015 წლის 25 ნოემბერს მეორე სოლო ალბომი „Love Letter“[5] გამოვიდა და მალევე დაიკავა Oricon daily album charts-ში პირველი ადგილი. ამავე წლის 30 დეკემბერს ალბომის კორეული ვერსია გამოიცა. 2016 წლის ივლისში მინ ჯუნმა დააანონსა „Mr. NO♡-ს“ კორეული ვერსიის გამოშვება, ციფრულად 9, ხოლო ფიზიკურად 11 აგვისტოს. 2016 წლის 14 დეკემბერს გმოიცა მესამე იაპონური ალბომი „No Shadow“, რომელმაც Oricon daily album charts-ში ასევე პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო Japan’s Billboard charts-ში ყველაზე გაყიდვად ალბომად იქნა აღიარებული.

ჯუნი თავისუფლად ფლობს კორეულ, ინგლისურ და იაპონურ ენებს. სიმღერების წერა, მოდა, აქსესუარების კოლექციონირება მის ჰობის წარმოადგენს. მას სკოლის ასაკიდან სამოცდაათამდე ჯილდო აქვს მიღებული სიმღერის ტექსტის შექმნისა და ესეების კონკურსებში. მისი დედა მწერალია და ხშირად ეხმარებოდა თხზულებების შექმნაში.

2011 წლის 24 თებერვალს გადაცემაში Performing Arts» в Dong-Ah Institute of Media and Arts ცნობილი გახდა, რომ ის ბუდზმის მიმდევარია.

2012 წლის 17 ოქტომბერს მან განაცადა, რომ სახელი კიმ ჯუნ სუ უნდა შეეცვალა ოფიციალურად და გამხდარიყო კიმ მინ ჯუნი, რადგანაც ეს მისი გარდაცვლილი მამის სურვილი იყო[6].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. :: 2PM. jype.com (n.d.). ციტირების თარიღი: October 18, 2015.
  2. 2PM's Jun.K to enter Kyunghee University Graduate School. allkpop.com.
  3. 2PM's Junsu and G-Dragon are good friends. allkpop.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 30, 2010.
  4. 2PM Junsu (aka Jun.K) rap and sing self-composed "HOT" in fanmeeting (n.d.). ციტირების თარიღი: December 3, 2015.
  5. https://www.oricon.co.jp/prof/544896/products/1155162/1/
  6. 2pm. naver.com (n.d.). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 8, 2015. ციტირების თარიღი: October 18, 2015.