კივაუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კივაუ
მშობ. სახელი: ინგლ. Kiwayu
Kenya 2006 296.jpg
კუნძულის დასავლეთი მხარე
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 02°00′20″ ს. გ. 41°16′33″ ა. გ. / 2.0057806° ს. გ. 41.2760972° ა. გ. / -2.0057806; 41.2760972
სიგრძე 9 კმ
სიგანე 1 კმ
უმაღლესი წერტილი 47 მ
კენიის დროშა კენია
პროვინცია სანაპირო პროვინცია

კივაუ (ინგლ. Kiwayu) — კუნძული ინდოეთის ოკეანეში, ლამუს არქიპელაგის აღმოსავლეთ ნაწილში. შედის კენიის შემადგენლობაში. მდებარეობს კიუნგას ეროვნულ საზღვაო ნაკრძალში. კუნძულის ცენტრში მდებარეობს კონუსური ფორმის ბორცვი, რომლის სიმაღლეა 47 მეტრი[1]. ეკონომიკური მოღვაწეობის ძირითადი სახეა თევზაობა. კუნძულზე ტურისტებისათვის მთავარი ღირსშესანიშნაობაა დაივინგისთვის არსებული მშვენიერი აუზი, რომელიც მდებარეობს კუნძულის აღმოსავლეთ მხარეს (ინდოეთის ოკეანის მხრიდან).

უახლოესი საავადმყოფო მდებარეობს კუნძულ ლამუზე, ქალაქ ლამუს ფარგლებს გარეთ. კუნძულ ლამუდან კივაუზე მისასვლელად საჭიროა დაუს (7 საათი) ან ძრავიანი ნავის (2 საათი) გამოყენება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sailing Directions (enroute), Pub. 171 (PDF; 3,8 MB): Kiwaihu Island