შინაარსზე გადასვლა

კიევის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტი (რუს. Ближневосто́чный институ́т), რომელიც ცნობილია აგრეთვე აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტის სახელითაც, დაარსებულ იქნა 1918 წელს, ხოლო რეორგანიზებული კი იქნა 1920 წელს.

ახლოაღმოსავლეთის ინსტიტუტი შეიქმნა 1918 წლის გაზაფხულზე, კიევში. მისი დააარსებლები, მოგვიანებით ამავე ინსტიტუტის რექტორად მოღვაწე მეცნიერები გახდნენ პროფესორები ე. სტაშევსკი, პ. ბოგაევსკი და ი. ბაბატა.

თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ კიევის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი დაკავებული იქნებოდა დიპლომატიური კადრების მომზადებით ახლადშექმნილი უკრაინის რესპუბლიკისათვის. ინსტიტუტის ჰქონდა საკონსულო და კომერციული ფაკულტეტები. სწავლების პროგრამა ითვალისწინებდა სტუდენტების მიერ ახლო და შუა აღმოსავლეთის რეგიონების, ასევე ბალკანეთის ქვეყნების ენების, ისტორიისა და კულტურის შესწავლას. არაბულ და თურქულ ენებს ასწავლიდა ტ. კეზმა, სპარსულს - მ ჯაფარი და პ ლოზიევი, ხოლო ისტორიას კი - ა. კრიმსკი.

1920 წელს ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტი რეორგანიზდა საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტად შეიქმნა შესაბამისი ციკლები: ახლო აღმოსავლეთის, ანგლოსაქსური, გერმანიკული, რომანული და სლავური.

1. Алексеев В. О состоянии востоковедения в Киеве. «Восток», 1923, кн. 2. 2. І. Ф. Черніков. БЛИЗЬКОСХІДНИЙ ІНCТИТУТ // Енциклопедія історії України : у 10 т. : [укр.] / редкол.: В. А. Смолій (голова) та ін. ; Інститут історії України НАН України. — К. : Наукова думка, 2003. — Т. 1 : А — В. — 688 с. : іл. — ISBN 966-00-0734-5. 3. Гурницкий К. И. Агафангел Ефимович Крымский. М., 1980. 4. Фалькович И. М. К истории советского востоковедения на Украине. «Народы Азии и Африки», 1966, № 4.