კვინტილიონი
იერსახე
კვინტილიონი (ფრანგ. quintillion; შემოკლებული ფორმა — კვინტლნ.) — ნატურალური რიცხვი, რომელიც გამოისახება ერთიანით და
- 18 ნულით (1,000,000,000,000,000,000 = 10¹⁸, ათასი ტრილიონი ან მილიონი მილიარდი) გამოიყენება მოკლე სკალის რიცხვთა სახელწოდების სისტემაში: საფრანგეთში, აშშ-ში, რუსეთში;
- 30 ნულით (1,000,000,000,000,000,000,000,000,000,000 = 10³⁰ = (10⁶)⁵, მილიონი მეხუთე ხარისხში) გამოიყენება გრძელი სკალის რიცხვთა სახელწოდების სისტემაში: დიდი ბრიტანეთის გარდა, მთელ ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში, ასევე ლათინური ამერიკის ზოგიერ ქვეყანაში).
ერთეულთა SI სისტემაში კვინტილიონი შეესაბამება თავსართები: ექსა — კვინტილიონის გამსოახატავად (10¹⁸) და ატო — ერთი მეკვინტილიონედის გამოსახატად (10⁻¹⁸).
მოკლე სკალა | გრძელი სკალა | |
---|---|---|
10¹⁵ | კვადრილიონი | ბილიარდი |
10¹⁸ | კვინტილიონი | ტრილიონი |
10²¹ | სექსტილიონი | ტრილიარდი |
10²⁴ | სეპტილიონი | კვადრილიონი |
10²⁷ | ოქტილიონი | კვადრილიარდი |
10³⁰ | ნონილიონი | კვინტილიონი |
10³³ | დეცილიონი | კვინტილიარდი |
10³⁶ | უნდეცილიონი | სექსტილიონი |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 497.