კეტამინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეტამინის ქიმიური სტრუქტურა
კეტამინი, კალიფსოლი

კეტამინი (კალიფსოლი) — კომბინირებული ზოგადი საანესთეზიო კლასის პრეპარატი, გამოხატული ტკივილგაყუჩების საკმაოდ ძლიერი ეფექტით. დღესდღეობით გამოიყენება ვეტერინარიასა და მედიცინაში.

კეტამინის გამოიყენება ხანმოკლე ქირურგიული, დიაგნოსტიკური ან სხვადასხვა მტკივნეული პროცედურებისას. მისი, როგორც ზოგადი ანესთეტიკის, მოქმედება ორგანიზმზე გამოხატუილა ცენტრალური ნერვული სისტემის სხვადასხვა ცენტრების დათრგუნვით. იწვევს დისოციაციურ ნარკოზს თანდართული გაუტკივარებით. ტკივიგამაყუჩებელი ეფექტი გამოხატულია სომატური სისტემის მხრივ, თუმცა მეტ-ნაკლებად აუტკივარებს ვისცერალური სისტემის ორგანოებს. განსაკუთრებით კარგი ანალგეზია მიიღწევა კანსა და კუნთოვან ქსოვილებზე. ხოლო ძვალსახსროვან ქსოვილებზე ანალგეზია საშუალო დონისაა. კეტამინს ფართოდ გამოიყენებენ გადაუდებელ დახმარებაში, როგორც ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს. ამასთანავე გამოიყენება ბრონქოსპაზმებისას, ის იწვევს ბქონქთაშუა კუნთების რელაქსაციას.

კლინიკურ პრაქტიკაში კეტამინი უმეტესად გამოიყენება კომბინაციაში სხვა ანესთეკიტებთან. კეტამინის კომბინაციაში გამოყენება გამოწვეულია არასასურველი გვერდითი ეფექტების თავიდან აცილების მიზნით. როგორც ცნობილია, კეტამინს გააჩნია მიორელაქსაციის დაბალი ხარისხი, ამიტომაც პაციენტს აღენიშნება უნებლიე მოძრაობები. ამასთანავე კეტამინის შეყვანისას გამოხატულია კრუნჩხვითი მოძრაობებისა და ტრემორის სწრაფი განვითარება. ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი საკმაოდ კარგად კორექტირდება ანქსიოლიზური საშუალებებითა და ბარბიტურატების შეყვანით ვენაში. მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ კეტამინი ზრდის ზემოთ აღნიღნული სამკურნალწამლო საშუალებების გვედით ეფექტებს, შესაძლოა დაითრგუნოს სპონტანური სუნთქვა. ამასთანავე კეტამინს გამოიყენებენ ინჰალაციურ საშუალებებთან და ზოგიერთ ოპოიდური ჯგუფის ანალგეტიკენთან ერთად. კეტამინი საკმაოდ კარგად გამოიყენება რეგიონალურ და ადგილობრივ ანესთეტიკებთან კომბინაციაშიც.

კეტამინის გამოყენება ნაჩვენებია პაციენტებში რომელთაც აქვთ დაბალი არტერიული წნევა, რადგანაც იგი ზრდის ატერიულ წნევას. ამასთანავე ახდენს გულის მუშაობის სტიმულაციას. ხშირად მისი გამოყენებისას ფიქსირდება არითმია, ამიტომაც გამოიყენებენ ზოგიერთ ანტიარითმიულ პრეპარატთან ერთად.

კეტამინის გამოყენება სხვა სამკურნალწამლო ანალგეზიულ და ზოგად საანესთეზიო პრეპარატებთან ერთად ზრდის მის ფარმაკოდინამიკურ მახასიათებლებს, ამიტომაც კომბინირებული გამოყენებისას უმჯობესია შემცირდეს მისი რელატიური დოზა, რაც რისკ ფარქტორებს თავიდან აგვაცილებს. მას საკმაოდ კარგად იყენებენ ოპოიდებთან, როგორიცაა მორფინი. ამასთანავე ბარბიტურატებთან (თიოპენტალი) და ანქსიოლიზურ საშუალებებთან ერთად (დიაზეპამი, ბენზოდიაზეპიმი). კეტამინის გამოყენება საინჰალაციო ანესთეტიკებთანაც (იზოფლურანი, ჰალოთანი, სევოფლურანი) საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა, რადგან ისინი ახანგრძლივებენ კეტამინის მოქმედებას. ადგილობრივ ანალგეტიკებთან ერთად კეტამინი გამოიყენება, როგორც რეგიონალური, ასევე ზოგადი ანესთეზიის მისაღებად, იგი გამოიყენება: ლიდოკაინთან, ბუპივაკაინთან და სხვა ადგილობრივ ანალგეტიკებთან ერთად.

კეტამინი ურთიერტქმედებს სხვადასხვა ტიპის სანარკოზე საშუალებებთან, ამიტომაც დაუშვებელია მათი შერევა. განსაკუთრებით სწრაფი რეაქცია აქვს გამოხატული ბარბიტურატებთან ურთიერთქმედებისას ხდება დაკრისტალება, ხოლო დიაზეპამთან ნელი რეაქცია ახასიათებს, მაგრამ გამოკრისტალება აქაც ნათლადაა წარმოდგენილი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1962 წელს პირველად კეტამინი, სახელით „CI-581“ კელვინ სტივენსმა გამოიყენა უსაფრთხო საანესთეზიო საშუალების შექმნისას.

პირველად პრეპარატის გამოყენება მოხდა 1965 წელს, ხოლო 60-იანი წლების ბოლოს ვიეტნამში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცებიც იყენებდნენ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • BSAVA Manual of Canine and Feline Anaesthesia and Analgesia., 58, 68, 102 page
  • Plumb's Veterinary Drug Handbook; Donald C. Plumb., 118page.