მორფინი
იერსახე
მორფინი, მორფიუმი — ოპიუმის ალკალოიდი, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებათა ჯგუფის სამკურნალო პრეპარატი. სამედიცინო პრაქტიკაში იხმარება (მხოლოდ ექიმის დანიშნულებით) მორფინის ჰიდროქლორიდი ტრავმისა და ისეთი დაავადების დროს, რომელსაც დაერთვის ძლიერი ტკივილი, ხმარობენ აგრეთვე ოპერაციის მოსამზადებელ და ოპერაციის შემდეგ პერიოდებში; ზოგჯერ იყენებენ გულის უკმარისობასთან დაკავშირებული ძლიერი ქოშინის დროს. მორფინის ხანგრძლივი ხმარებისას შეიძლება განვითარდეს მორფინისადმი ავადმყოფური ლტოლვა ანუ მორფინიზმი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 128.