შინაარსზე გადასვლა

კერონ სტიუარტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კერონ სტიუარტი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 16 აპრილი, 1984(1984-04-16)[1] (40 წლის)
დაბ. ადგილი კინგსტონი
სიმაღლე 175
წონა 61
ქვეყანა იამაიკა
ჯილდოები Honda Sports Award for Track & Field[2]

კერონ სტიუარტი (დ. 16 აპრილი, 1984) — იამაიკელი ყოფილი სპრინტერი, რომელიც სპეციალიზებული იყო 100 მეტრსა და 200 მეტრ დისტანციებზე.[3] ის არის 2008 წლის იამაიკის ეროვნული ჩემპიონი 100 მეტრზე სპრინტში (10.80 წმ). მან ამ პროცესში დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონი ვერონიკა კემპბელ-ბრაუნი და არის 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი, მას შემდეგ რაც 10.98 წამით გაუთანაბრდა შერონ სიმპსონს. მან ასევე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი 200 მეტრზე 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე (22.00 წმ). იგი დაიბადა კინგსტონში და სპორტი დატოვა 2018 წლის სეზონის შემდეგ.[4]

სტიუარტს აქვს დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი დრო ქალთა 100 მეტრზე სპრინტში. 2009 წლის მძლეოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ბერლინში, დააფიქსირა 10,75 წამიანი გარბენი და მეორე ადგილი დაიკავა. იგი დამარცხდა თანამემამულე შელი-ენ ფრეიზერთან, რომელმაც 10,73 წამში გადაკვეთა ფინიშის ხაზი. სტიუარტი იყო მეოთხე მორბენალი იამაიკის 4x100 მ ესტაფეტის გუნდში. მათ გაიმარჯვეს და 42.06 წმ დააფიქსირეს.

ახალგაზრდული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მან მოიგო 18 წლამდელთა 100 მ სპრინტი 2000 წლის კარიბის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (CARIFTA) თამაშებზე.[5] მან ასევე წარმოადგინა იამაიკა მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იმავე წელს და მოიგო ვერცხლის მედალი 4 x 100 მ ესტაფეტაში.[5] 2001 წელს მან მსოფლიო ახალგაზრდულ თამაშებზე 200 მეტრზე მეორე ადგილი დაიკავა. მომდევნო წელს, იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე, 100 მეტრზე მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო 20-წლამდელთა 100 მ სპრინტზე 2002 წლის CARIFTA-ს თამაშებზე, მეორე ადგილზე გავიდა.[5] 2003 წლის CARIFTA-ს 20-წლამდელთა 100 მ სპრინტში გამარჯვების და 20-წლამდელთა 200 მეტრზე მესამე ადგილზე გასვლის შემდეგ, იგი აირჩიეს 2003 წლის პანამერიკულ თამაშებზე, მაგრამ სპორტსმენთა სოფელში ტრავმა მიიღო. ის სამი თვით გამოეთიშა სპორტს.[5]

გამოჯანმრთელების შემდეგ, იგი შეირჩა იამაიკის 2004 წლის ოლიმპიური გუნდის ალტერნატიულ მორბენლად, მაგრამ არ ურბენია.[5]

ობურნის უნივერსიტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტიუარტი დარბოდა ობურნის უნივერსიტეტის გუნდში მწვრთნელის, ჰენრი როლის ხელმძღვანელობით იგი დასახელდა 2007 წლის სამხრეთ-აღმოსავლეთის კონფერენციის საუკეთესო მორბენლად, მას შემდეგ რაც მოიგო სამხრეთ-აღმოსავლეთის კონფერენციისა და ათლეტიზმის კოლეგიატის ეროვნული ასოციაციის (NCAA) ჩემპიონატები 60 მეტრზე და 200 მეტრზე. იგი შვიდჯერ დასახელდა ამერიკის საუკეთესო ნაკრების წევრად და ერთ-ერთ საუკეთესო სპორტსმენად სკოლის ისტორიაში. 2007 წელს მან მოიგო ჰონდას სპორტული ჯილდო, როგორც ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენმა ქალმა კოლეჯში.

2008 პეკინის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე პეკინში მან იასპარეზა 100 მ სპრინტზე. პირველი რაუნდის შესარჩევ ეტაპზე მან პირველი ადგილი დაიკავა ეზინე ოკპარაებოს და ლავერნ ჯონს-ფერეტის წინ 11.28 წამით და გადავიდა მეორე რაუნდში. იქ მან გააუმჯობესა დრო 10.98 წამამდე და აჯობა ლორინ უილიამსსა და კიმ გევაერტს. ნახევარფინალში 11.05 წამით მან მოიგო რბოლა და მოიპოვა ადგილი ოლიმპიურ ფინალში. ღირსშესანიშნავ რბოლაში, სადაც თანამემამულე იამაიკელმა შელი-ენ ფრეიზერმა ოქრო მოიპოვა, სტიუარტმა და შერონე სიმპსონმა 10,98 წამი დააფიქსირეს და ვერცხლის მედალი გაიზიარეს.[3] ფრეიზერთან, სიმპსონთან, შერი-ენ ბრუკსთან, ალინ ბეილისთან და ვერონიკა კემპბელ-ბრაუნთან ერთად მან ასევე მიიღო მონაწილეობა 4x100 მეტრზე ესტაფეტაში. პირველ რაუნდში (სიმპსონისა და სტიუარტის გარეშე) ისინი პირველები იყვნენ რუსეთის, გერმანიისა და ჩინეთის წინ. მათი დრო, 42,24 წამი, საუკეთესო შედეგი იყო თექვსმეტი მონაწილე ერიდან. ამ შედეგით ისინი ფინალში მოხვდნენ, რომელშიც ბრუკსი და ბეილი სიმპსონმა და სტიუარტმა ჩაანაცვლეს. საბოლოოდ მათ ვერ დაასრულეს რბოლა ბატონის გაცვლისას დაშვებული შეცდომის გამო.[3]

2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მძლეოსნობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტიუარტი მეორე ადგილზე გავიდა 100 მ დისტანციაზე 2009 წლის იამაიკის ეროვნულ ჩემპიონატზე, რომელიც დაასრულა 10.93 წამის დროით და გაიარა კვალიფიკაცია 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის.

2009 წლის მოყვარულ მძლეოსანთა საერთაშორისო ასოციაციის ოქროს გალაზე, სტიუარტმა მოიგო ოქროს მედალი ქალთა 100 მეტრზე სპრინტში ოლიმპიური ჩემპიონის, შელი-ენ ფრეიზერის დამარცხების შემდეგ (10.75 წამი), რამაც შეჯიბრის რეკორდი გაათანაბრა. ეს იყო ყველაზე სწრაფი დრო ბოლო ათი წლის განმავლობაში, რომელიც ქალმა დააფიქსირა ღონისძიებაზე და მესამე ყველაზე სწრაფი დრო, რომელიც ოდესმე დაფიქსირებულა იამაიკელის მიერ. მეორე და პირველი ადგილები ეკუთვნით მერლენ ოტეის (10.74 წმ) და შელი-ენ ფრეიზერს (10.73 წმ, ეროვნული რეკორდი).[6]

2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კერონ სტიუარტმა მოიპოვა ვერცხლის მედალი 100 მეტრზე. იგი მხოლოდ წამის ორი მეასედით ჩამორჩა იამაიკელ თანაგუნდელს, შელი-ენ ფრეიზერს, რომელმაც გაათანაბრა პირადი საუკეთესო დრო, 10,75 წამი. სტიუარტმა ტერფის ტრავმის გამო 200 მეტრზე ვეღარ იასპარეზა, მაგრამ იყო იამაიკური კვარტეტის წამყვანი, რომელმაც ოქრო 4x100 მ ესტაფეტაზე. 

2014 წლის თანამეგობრობის თამაშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წელს დაბრუნდა იამაიკაში, რათა ევარჯიშა ახალი მწვრთნელის, გლენ მილსის ხელმძღვანელობით და ხელი შეეწყო იამაიკელი სპრინტერების შემდეგი თაობის აღზრდისთვის. მან მონაწილეობა მიიღო 2014 წლის თანამეგობრობის თამაშებზე, მოიგო ბრინჯაოს მედალი 100 მეტრზე და ოქროს მედალი 4x100 მ ესტაფეტაში (ვერონიკა კემპბელ-ბრაუნთან, შილონი კალვერტთან და შელი-ენ ფრეიზერ-პრაისთან ერთად) რეკორდულ დროში.[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. World Athletics database
  2. https://www.collegiatewomensportsawards.com/archives/trackfield
  3. 3.0 3.1 3.2 Athlete biography: Kerron Stewart. ციტირების თარიღი: 27 August 2008
  4. Kerron Stewart to retire after 2018 season. ციტირების თარიღი: 2022-08-10
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 IAAF: Athlete profile for Kerron Stewart.
  6. Foster, Anthony (2009-06-28). Bolt 9.86 and Fraser 10.88; Walker and Phillips excel over hurdles – JAM Champs, Day 2. IAAF. Retrieved on 2009-06-28.
  7. Kerron Stewart Biography - 2014 Commonwealth Games (8 August 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 მარტი 2023. ციტირების თარიღი: 12 მარტი 2023.