კეროლ რობინსონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეროლ რობინსონი
ინგლ. Carol Vivien Robinson
დაბ. თარიღი 10 აპრილი, 1956(1956-04-10) (68 წლის)
დაბ. ადგილი კენტი
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[1] [1]
საქმიანობა ქიმიკოსი
მუშაობის ადგილი ოქსფორდის უნივერსიტეტი და University of Oxford Department of Chemistry[2]
ალმა-მატერი Swansea University, კემბრიჯის უნივერსიტეტი და Churchill College
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის დოქტორი
ჯილდოები სამეფო საზოგადოების წევრი, Rosalind Franklin Award[3] [4] , ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ქალბატონი-კომანდორი, ლორეალისა და იუნესკოს პრემია „მეცნიერი ქალებისთვის“, Aston Medal, დევის მედალი[5] , პრელოგის პრემია, Interdisciplinary Prize, Fellow of the Academy of Medical Sciences, FEBS/EMBO Women in Science Award, Torbern Bergman Medal[6] , Biemann Medal, honorary doctor of the University of Kent, ბრისტოლის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, Louis-Jeantet Prize for Medicine[7] , Othmer Gold Medal[8] და Honorary member of the British Biophysical Society
საიტი research.chem.ox.ac.uk/carol-robinson.aspx
გარე სურათები
Кэрол Робинсон (Carol Robinson)[9]

კეროლ ვივიენ რობინსონი (ინგლ. Carol Vivien Robinson, დაბ. ბრედლი ; დ. 10 აპრილი, 1956, კენტი, ინგლისი) — ბრიტანელი ქიმიკოსი, მასსპექტრომეტრიის სპეციალისტი. ლონდონის სამეფო საზოგადოების (2004) და ბრიტანეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის წევრი (2009), აშშ მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის (2017) და ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების (2023) უცხოელი წევრი.

2009 წლიდან არის ოქსფორდის უნივერსიტეტის სახელობითი პროფესორი (Dr Lee's Professor of Chemistry[) , მანამდე კი იყო კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, 2006-2016 წლებში — სამეფო საზოგადოების მკვლევარი პროფესორი. კეროლ რობინსონი არის ქიმიის პირველი პროფესორი ქალი კემბრიჯსა და ოქსფორდში. [10] ქიმიის სამეფო საზოგადოების საპატიო თანამშრომელი (2016), ხოლო 2018 წელს გახდა საზოგადოების პრეზიდენტი. [11]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა კენტში, მამა დენის ბრედლი, დედა ლილიანი (დ. ჰოლდერი). [12] ბრედლის ოჯახი ცხოვრობდა ლონდონში, როდესაც კეროლი 10 წლის იყო, გადავიდა ფოლკსტონში. ადრეული ასაკიდანვე კეროლი დაინტერესდა პერიოდული ცხრილის შესწავლით, რამაც შემდგომში განავითარა მისი ინტერესი ქიმიის მიმართ.

16 წლის ასაკში, წინასაუნივერსიტეტო O-დონის საბუნებისმეტყველო კურსების გავლისა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ, მან მიატოვა სკოლა და დაიწყო მუშაობა ლაბორანტად ფარმაცევტულ ფირმა Pfizer- ში სანდვიჩში. Pfizer-ში მუშაობისას, კეროლი ერთდროულად სწავლობდა კენტერბერის ტექნოლოგიურ კოლეჯში 1972 -დან 1976 წლამდე, სადაც მიიღო სერტიფიკატები Ordinary National Certificate და Higher National Certificate. კენტერბერის კოლეჯის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო (1976 -1979) მიდკენტის ტექნოლოგიურ კოლეჯში, ამავე დროს იყო Pfizer-ის თანამშრომელი. მიდკენტის კოლეჯში სწავლის დასრულების შემდეგ იგი გახდა ქიმიის სამეფო საზოგადოების კურსდამთავრებული. Pfizer-იდან წამოვიდა უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. [13]

1979-1980 წლებში უელსის უნივერსიტეტში სწავლისას მან მიიღო მაგისტრის ხარისხი ქიმიაში, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრის, პროფესორ ჯონ ჰერბერტ ბეინონის ხელმძღვანელობით. [14] [15] 1980 წლიდან 1982 წლამდე სწავლობდა კემბრიჯში, ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრის, პროფესორ დადლი უილიამსის მეთვალყურეობის ქვეშ მიიღო დოქტორის ხარისხი. ამავე დროს დაქორწინდა. [14] 1982-1983 წლებში დაამთავრა ბრისტოლის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა. 1983 წლიდან 1991 წლამდე შეეძინა შვილები, რის გამოც კარიერული შესვენება ჰქონდა, თუმცა იმავე წლებში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს ნახევარ განაკვეთზე. 1991 წელს სწავლობდა კილის უნივერსიტეტში და შემდეგ იქ მიიღო დიპლომი საინფორმაციო ტექნოლოგიებში. 1991 წლიდან 1995 წლამდე ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრთან პროფესორ კრის დობსონთან ოქსფორდში ეკავა პოსტდოქტორანტი მკვლევარის თანამდებობა. 1995 წლიდან გახდა მკვლევარი, 1999 წლიდან 2001 წლამდე — ოქსფორდის პროფესორი, ვოლფსონის კოლეჯის მკვლევარი (1998-2001). 2001 წლიდან 2009 წლამდე — კემბრიჯის ქიმიის პროფესორი, ჩერჩილის კოლეჯის უფროსი მკვლევარი (2003-2009). 2006-2016 წლებში — სამეფო საზოგადოების მკვლევარი პროფესორი. 2009 წლიდან არის ოქსფორდის უნივერსიტეტის სახელობითი პროფესორი ( Dr Lee's Professor of Chemistry ) და იმავე წლიდან ოქსფორდის Exeter College-ის პროფესორი. 2018 წელს — ქიმიის სამეფო საზოგადოების საპატიო თანამშრომელი (2016), ხოლო 2018 წლიდან — პრეზიდენტი, [11] ლონდონის სამეფო საზოგადოების საბჭოს წევრი (2008-2009, 2016-2018). 2016 წელს თავდაპირველად Oxford Science Innovation-ის მიერ დაფინანსებული OMass Technologies- ის თანადამფუძნებელი, ამჟამად კი მისი მთავარი სამეცნიერო მრჩეველი. [15] კემბრიჯის ჩერჩილის კოლეჯის (2012) და ოქსფორდის ვოლფსონის კოლეჯის (2016) საპატიო თანამშრომელი. [16] ჩინეთის Nanjing University of Science and Technology - ის საპატიო პროფესორი (2014).

სარედაქციო კოლეგიების წევრი ჟურნალების: Current Opinion in Structural Biology (2012 წლიდან) და Structure (journal) (2015 წლიდან) 2000-2013 წლებში ჟურნალ Journal of the American Society for Mass Spectrometry-ის' და 1998-2007 წლებში Protein Science-ის ასოცირებული რედაქტორი.

გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი ნაშრომი. დაოჯახებულია, ჰყავს სამი შვილი. [14]

მას მინიჭებული აქვს რვა საპატიო ხარისხი, მათ შორის ბენ-გურიონის (2018) [17] და ღია უნივერსიტეტებიდან (2017).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Companies House — 1988.
  2. Montenegro A. ORCID Public Data File 2023 — 2023. — doi:10.23640/07243.24204912.V1
  3. https://web.archive.org/web/20140810154637/https://royalsociety.org/events/2004/rare-gases-ribosomes/
  4. https://docs.google.com/spreadsheets/d/1dsunM9ukGLgaW3HdG9cvJ_QKd7pWjGI0qi_fCb1ROD4/pubhtml?gid=1516032557&single=true
  5. Award winners : Davy Medal
  6. Torbern Bergman-medaljenSwedish Chemical Society.
  7. https://www.jeantet.ch/en/prix-louis-jeantet/laureats/%25year_laureat%25/carol-robinson/
  8. https://www.sciencehistory.org/othmer-gold-medal
  9. dame-carol-robinson-cropped-web - Exeter College. ციტირების თარიღი: 2019-02-02
  10. Архивированная копия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-05. ციტირების თარიღი: 2019-02-02
  11. 11.0 11.1 Архивированная копия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-02. ციტირების თარიღი: 2019-02-02
  12. Births June 1956: Index entry. ციტირების თარიღი: 2014-07-23
  13. Профиль Carol Robinson на сайте National Library of Medicine
  14. 14.0 14.1 14.2 Carol Robinson: Society doyenne | Education | The Guardian. ციტირების თარიღი: 2019-02-02
  15. 15.0 15.1 Professor Dame Carol Robinson, Co-founder of OMass | Enterprising Oxford. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-02. ციტირების თარიღი: 2019-02-02
  16. Архивированная копия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-13. ციტირების თარიღი: 2019-02-02
  17. Two 'pioneering' British scientists honoured by Ben-Gurion University | Jewish News. ციტირების თარიღი: 2019-02-02