შინაარსზე გადასვლა

კეროლაინ ბესეტ-კენედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კეროლაინ ბესეტ-კენედი

ბესეტ-კენედი 1999 წელს
დაბადების სახელი 7 იანვარი, 1966
დაბადების თარიღი ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 16 ივლისი, 1999 (33 წლის)
ატლანტის ოკეანე, მასაჩუსეტსი, აშშ
გარდაცვალების მიზეზი ავიაკატასტროფა
ეროვნება ამერიკელი
ალმა-მატერი ბოსტონის უნივერსიტეტი
მეუღლე(ები) ჯონ ფ. კენედი

კეროლაინ ჯინ ბესეტ-კენედი (ინგლ. Carolyn Jean Bessette-Kennedy; დ. 7 იანვარი, 1966 — გ. 16 ივლისი, 1999) — კალვინ კლეინის პუბლიცისტი და ჯონ პატრიკ კენედის ცოლი. ქორწინების შემდეგ, ბესეტ-კენედის ურთიერთობა ქმართან და მისი მოდის სტილი გახდა მედიის შესწავლის საგანი, ხშირად ადარებდნენ დედამთილს, ჟაკლინ კენედი ონასისის. წყვილი და ბესეტ-კენედის უფროსი და, ლორენი, 1999 წლის ივლისში ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ მართას ვენახის სანაპიროსთან.

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეროლაინ ბესეტი დაიბადა 1966 წლის 7 იანვარს ნიუ-იორკში. იყო უილიამ ჯ. ბესეტის, ინჟინერს და ნიუ-იორკის სკოლის სისტემის ადმინისტრატორის, ენ მესინას უმცროსი ქალიშვილი. ჰყავდა ორი უფროსი და, ტყუპები ლაურენი და ლიზა.[1]

ბესეტის მშობლები განქორწინდნენ, როდესაც ის ძალიან პატარა იყო. მოგვიანებით დედამისი დაქორწინდა რიჩარდ ფრიმანზე, ორთოპედიულ ქირურგზე, და საცხოვრებლად გადავიდა ძველ გრინვიჩში, კონექტიკუტში, ხოლო ბესეტის მამა დარჩა უაით პლეინსში.

ბესეტი სწავლობდა Juniper Hill-ის დაწყებით სკოლაში. Juniper Hill-ის სკოლაში ბესეტის დედა შემცვლელი მასწავლებელი იყო.

რომის კათოლიკურ ოჯახში გაზრდილი ბესეტი მოგვიანებით სწავლობდა წმინდა მარიამის საშუალო სკოლაში. [2]მან თავდაპირველად სწავლა გრინვიჩის საშუალო სკოლაში დაიწყო, მაგრამ მშობლებმა გადაიყვანეს სენტ მერიში, რადგან თვლიდნენ, რომ სწავლას სერიოზულად არ უყურებდა.

1984 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ბესეტი სწავლობდა ბოსტონის უნივერსიტეტის განათლების სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1988 წელს დაწყებითი განათლების ხარისხით. [3] იქ ყოფნისას იგი ხვდებოდა ჯონ კულენს, სკოლის ყინულოვანი ჰოკეის გუნდის ვარსკვლავს, რომელიც მოგვიანებით პროფესიონალურ ჰოკეის თამაშობდა NHL-ში.

ბესეტმა ერთხელ სცადა სამოდელო კარიერის აწყობა, მან პროფესიონალი ფოტოგრაფიც დაიქირავა თავისი სამოდელო პორტფოლიოსთვის. [4] მიუხედავად იმისა, რომ მისი სამოდელო კარიერა არ აღმოჩნდა მომგებიანი, ის გამოჩნდა ბოსტონის უნივერსიტეტის კალენდრის The Girls of B.U-ის გარეკანზე.

კოლეჯის დასრულების შემდეგ, კენედისთან ქორწინებამდე ბესეტი მუშაობდა Calvin Klein-ში, მაღალი კლასის ამერიკულ მოდის სახლში. ბოსტონში Klein-ში მუშაობისას ბესეტი შენიშნა კომპანიის მოგზაურობის გაყიდვების კოორდინატორმა სიუზან სოკოლმა. [4] ბესეტის გრაციოზულობითა და სტილით აღფრთოვანებულმა სოკოლმა მოგვიანებით მას რეკომენდაცია გაუწია კალვინ კლეინის ისეთ ცნობილ კლიენტებთან, როგორიცაა მსახიობი ანეტ ბენინგი და ახალი ამბების წამყვანი დიან სოიერი. იმ დროისთვის, როდესაც მან კალვინ კლეინი დატოვა, ის იყო შოუს პროდუქციის დირექტორი და იღებდა ექვს ფიგურიან ხელფასს.

ბესეტი კენედის პირველად 1992 წელს შეხვდა, როდესაც კენედის ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ დერილ ჰანასთან. ბესეტმა და კენედიმ ურთიერთობა 1994 წელს დაიწყეს და პაპარაცების პოპულარულ სამიზნედ იქცნენ, ისინი დეტალურად აღწერდნენ, თუ სად ჭამდნენ და დადიოდნენ საყიდლებზე, აშუქებდნენ მათ კამათსაც. პაპარაცები ხშირად ელოდნენ წყვილს, ტრიბეკას ბინიდან გამოსვლისას ფოტოების გადასაღებად. [2] [5]

ბესეტი ჯონის ბიძას, სენატორ ტედ კენედის გააცნეს 1994 წლის ზაფხულის ბოლოს. ქორწინების შემდეგ სენატორი პრესას ეუბნებოდა: „მაშინვე შეგეძლოთ გეთქვათ, რომ მათ შორის რაღაც განსაკუთრებული იყო“. [6] ბესეტი გადავიდა კენედის ტრიბეკას ლოფში 1995 წლის ზაფხულში და წყვილი იმავე წელს დაინიშნა. მან დატოვა სამუშაო Calvin Klein-ში 1996 წლის გაზაფხულზე.

კეროლაინ და ჯონ კენედი თეთრ სახლში, 1997

მედიის დამთვალიერებლების თავიდან აცილების მიზნით კენედიმ და ბესეტმა გადაწყვიტეს 1996 წლის 21 სექტემბრის ქორწილი პრესისგან გაესაუდუმლოებინათ. ცერემონია გაიმართა სანთლის შუქზე ჯორჯიას კუნძულ კამბერლენდზე, პატარა ხის სამლოცველოში, პირველ აფრიკულ ბაპტისტურ ეკლესიაში. საქმროს უფროსი და, ქეროლაინ კენედი, საპატიო სტუმარი იყო, ხოლო ენტონი რაძივილი, მისი დეიდა ლი რაძივილ-როსის ვაჟი, კენედის მეჯვარე იყო. ისინი თაფლობის თვისთვის თურქეთში გაემგზავრნენ.

ავიაკატასტროფა და სიკვდილი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბესეტ-კენედი გარდაიცვალა 1999 წლის 16 ივლისს, მეუღლესთან და უფროს დასთან ლორენთან ერთად, როდესაც მსუბუქი თვითმფრინავი, ატლანტის ოკეანეში ჩამოვარდა მართას ვენახის დასავლეთ სანაპიროზე. სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ დაადგინა, რომ კატასტროფის სავარაუდო მიზეზი იყო: „პილოტის მიერ ღამით წყალზე ჩამოსვლისას თვითმფრინავის კონტროლის შეუნარჩუნებლობა, რაც სივრცითი დეზორიენტაციის შედეგი იყო. შემთხვევის გამომწვევი ფაქტორები იყო ნისლი და ბნელი ღამე.“ [7]

ხუთდღიანი ძებნის შემდეგ ნამსხვრევები 21 ივლისს გვიან შუადღისას აღმოაჩინეს. ცხედრები ოკეანის ფსკერიდან ამოიღეს საზღვაო ძალების მყვინთავებმა და ავტოკოლონით გადაიყვანეს ქვეყნის სამედიცინო ექსპერტიზის ოფისში, სადაც გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ ავარიის მსხვერპლები დაიღუპნენ შეჯახებისას. [8]

პილოტსა და მგზავრებს ტოქსიკოლოგიური ტესტირება ჩაუტარდათ. ყველა უარყოფითი იყო ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე. [9] 21 ივლისის გვიან საათებში, სამი ცხედარი ჰიანისიდან გადაასვენეს დუკსბერიში. 22 ივლისს დილით მათი ფერფლი გაიფანტა საზღვაო ძალების გემ USS ბრისკოდან მართას ვენახის სანაპიროზე. [10]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Florio, Gwen. (July 18, 1999) Before Kennedy, She Made A Mark Carolyn Bessette's Beauty And Brains Took Her Places. Some Saw The Couple As A Natural Match.. philly.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 4, 2016. ციტირების თარიღი: October 6, 2014
  2. 2.0 2.1 Waldman, Amy (19 July 1999). „Carolyn Bessette Kennedy, Private Woman Who Was New to Fame“. The New York Times.Waldman, Amy (July 19, 1999). "Carolyn Bessette Kennedy, Private Woman Who Was New to Fame". The New York Times.
  3. „Washington Post“. October 9, 1996.
  4. 4.0 4.1 Bumiller, Elisabeth (29 September 1996). „Enter Smiling, the Stylish Carolyn Bessette“. The New York Times.Bumiller, Elisabeth (September 29, 1996). "Enter Smiling, the Stylish Carolyn Bessette". The New York Times.
  5. Klein, Edward. Secrets and Lies (August 2003).
  6. Heymann 2007.
  7. NTSB Press Release (July 6, 2000).
  8. „Crash and Search Time Line“. Washington Post. July 22, 1996.
  9. FAA Toxicology Accident Research Laboratory
  10. Gellman, Barton; Ferdinand, Pamela (July 23, 1999). „Kennedy, Bessettes Given Shipboard Rites“. The Washington Post. pp. A1. ციტირების თარიღი: May 22, 2008.