კენკროვანნი
კენკროვანნი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Thymelaeaceae | ||||||||||||||
|
კენკროვანნი (ლათ. Thymelaeaceae) — ფურცლებგანცალკევებულ ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. უმრავლესობა ბუჩქი ან ტანდაბალი ხეა, მცირე ნაწილი კი — ბალახი. აქვთ კიდემთლიანი პატარა და ვიწრო ფოთლები, ორსქესიანი აქტინომორფული ყვავილები, კაშკაშა ჯამი და ყვავილსაჯდომი გვირგვინის ფურცელი ან არა აქვთ ან ძალზე პატარა და ქერქლისებრი. ნაყოფი კაკლუჭა ან კურკიანაა.
ოჯახში 50-მდე გვარი და 600-მდე სახეობაა. ძირითადად გავრცელებულია ავსტრალიასა და სამხრეთ აფრიკაში. ბევრი სახეობის ქერქში არის ლაფნის ბოჭკო. საქართველოში 3 გვარის 8 სახეობაა, მათ შორის მაჯაღვერიც.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 469.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კენკროვანნი“ ვიკისაწყობში.