მაჯაღვერი
იერსახე
მაჯაღვერი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩვეულებრივი მაჯაღვერი (Daphne mezereum) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Daphne | |||||||||||||
|
მაჯაღვერი (ლათ. Daphne) — მცენარეთა გვარი მაჯაღვერისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 100-მდე სახეობის მარადმწვანე ან ფოთოლმცვივან მცირედ დატოტვილ ბუჩქებს.
გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში 6 სახეობა იზრდება. უფრო ფართოდ გავრცელებულია ჩვეულებრივი მაჯაღვერი (ლათ. Daphne mezereum) — ფოთოლმცვივანი ბუჩქი, რომლის სიმაღლე 1,5 მ აღწევს.
აქვს ვარდეისფერი, სურნელოვანი, თაფლიანი ყვავილები, რომლებიც ფოთლის გაშლამდე ან მათთან ერთად გამოაქვს და წითელი კურკიანა ნაყოფი. გვხვდება უმეტესად მთის ზედა სარტყლის ტყეებში. მეტად დამახასიათებელია სუბალპური გამეჩეხრებული ტანბრეცილი ტყეებისათვის. მისი ყველა ნაწილი შხამიანია და დეკორატიულ მცენარედ იშვიათად აშენებენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სხიერელი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 522.