კენაფი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
კენაფი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Hibiscus cannabinus | ||||||||||||||
|
კენაფი (ლათ. Hibiscus cannabinus) — ერთწლოვანი ლაფანბოჭკოვანი მცენარე ბალბისებრთა ოჯახისა. კენაფი ველურად გვხვდება სამხრეთ აფრიკაში და ცენტრალურ ინდოეთში. ტენისა და სითბოს მოყვარულია.
კენაფის მშრალი ღერო შეიცავს საშუალოდ 16-20% ბოჭკოს, რომელიც გამოირჩევა მაღალი ჰიგროსკოპულობითა და სიმკვრივით. მისგან ამზადებენ ჯვალოს, ბრეზენტს, კანაფს და სხვა. თესლში 20%-მდე ტექნიკური ზეთია. კოპტონს იყენებენ სასუქად და ცხოველთა საკვებად.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 466.