კელასურის მღვიმოვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კელასურის მღვიმოვანი — კარსტული მღვიმოვანი აფხაზეთში გულრიფშის მუნიციპალიტეტში, მდინარეებს კელასურსა და მაჭარის შუა მთისწინეთში, სოფ. კელასურის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ზღვის დონიდან 190 მ, მდინარის დონიდან 1-2 მ. გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. აერთიანებს ერთი მეორესთან მიჯრით განლაგებულ და ერთმანეთთან დაკავშირებულ მდინარე კელასურის ფსკერქვეშა მჭვიმეებს, რომლებიც შედგება ვერტიკალური და სუბჰორიზონტალური მონაკვეთებისაგან. მიწისქვეშა გამდინარე ნაკადები ასაზრდოებს ბესლეთის წყაროებს. მღვიმოვანის ჯამური სიგრძეა 1380 მ. I მღვიმის სიღრმე — 80 მ. მღვიმე ეპიზოდურად წყლით ივსება. ჰაერის ტემპერატურა ბოლო დარბაზში 12 °C.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]