კახაბერ შარტავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კახაბერ შარტავა
დაბადების თარიღი 29 დეკემბერი, 1969
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებლები
პარტია ეროვნული ფორუმი
საქმიანობა პარტიის თავმჯდომარე
შვილ(ებ)ი 5

კახაბერ (კახა) შარტავა (დ. 2 ნოემბერი, 1967, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნული ფორუმის ლიდერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი.

1993-94 წლებში მუშაობდა საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტში მთავარ სპეციალისტად. 1994-1996 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ფილოსოფიისა და პოლიტოლოგიის კათედრის მსმენელი (საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობა). 1996-2000 წლებში იყო რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს კონფლიქტურ სიტუაციათა განყოფილების თანამშრომელი. არის მეორე რანგის დიპლომატი. 2002 წელს გახდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ფესვების“ თანათავმჯდომარე. 2006 წლიდან არის პოლიტიკური გააერთიანება „ეროვნული ფორუმის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე; პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი.

ფლობს ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებს. ჰყავს მეუღლე და 5 შვილი. იყო საბრძოლო ხელოვნებათა კლუბ „ჯიქის“ მთავარი ინსტრუქტორი და ვიცე-პრეზიდენტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]