შინაარსზე გადასვლა

კაშინავას ხალხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაშინავას ხალხი
საერთო მოსახლეობა
9954[1]
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
დროშა: ბრაზილია ბრაზილია 7 535
დროშა: პერუ პერუ 2 419
ენები კაშინავა[2]
რელიგიები ტრადიციული ტომობრივი რელიგია

კაშინავას ხალხიბრაზილიისა და პერუს ადგილობრივი ხალხები. პერუში, მათი სოფლები მდინარე პურუსისა და კურანხის ნაპირებზე მდებარეობს, ბრაზილიაში კი მდინარეების — ტარაუაკის, ჟორდანის, ბრეუს, მურუს, ენვირას, ჰუმაიტასა და პურუსის ნაპირებზე.[3]

კაშინავას ხალხი ლაპარაკობს პანოანის ენათა ოჯახის კაშინავას ენაზე. თავიანთ ენას ისინი ჰანჩა კუინს ეძახიან, რაც „ნამდვილ სიტყვებს“ ნიშნავს. პერუში მაცხოვრებელ კაშინავათა მხოლოდ 5%-10% ფლობე ესპანურს, დაბალია წერა-კითხვის ცოდნის დონე.

კაშინავას საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესია ნადირობა. გარდა ამისა, ისინი ასევე მისდევენ მეთევზეობას, მცენარეული საკვების შეგროვებას, მოჰყავთ მოსავალი; საექსპორტო მნიშვნელობა აქვს მათ მიერ მოწეულ ბრინჯს.[4]

ქალები ატარებენ კალათებს, მძივებს, ამზადებენ საყოფაცხოვრებო კერამიკას, ქსოვენ ჰამაკებსა და ტანსაცმელს. კაცები ამზადებენ ხის იარაღებს, საცერემონიო ბუმბულებს, კანოეებსა და იარაღებს, მათ შორის ხელკეტებს, შუბებს, მშვილდებსა და ისრებს. ნადირობაში პოპულარულია საფანტის თოფები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. "Kaxinawá: Introduction." Povos Indígenas no Brasil. Retrieved 8 Dec 2011.
  2. "Kashinawa." Ethnologue. Retrieved 8 Dec 2011.
  3. "Kaxinawá: Location." Povos Indígenas no Brasil. Retrieved 8 Dec 2011.
  4. "Economy - Kashinawa." Countries and Their Cultures. Retrieved 8 Dec 2011.