კაფრ ქასიმი
ქალაქი | |||
---|---|---|---|
კაფრ ქასიმი כַּפְר קָסִם, כפר קאסםكفر قاسم | |||
კაფრ ქასიმში არსებული შემოვლითი გზა, 1956 წლის ხოცვა-ჟლეტის აღმნიშვნელი მონუმენტით, ცენტრალური მეჩეთი სხვა ძეგლთან ერთად და შერეული-ძველი შენობებით. | |||
| |||
ქვეყანა | ისრაელი | ||
მუნიციპალიტეტი | ცენტრალური რაიონი (ისრაელი) | ||
კოორდინატები | 32°06′51″ ჩ. გ. 34°58′38″ ა. გ. / 32.11417° ჩ. გ. 34.97722° ა. გ. | ||
ჰაიტ ტაჰა | მერი | ||
დაარსდა |
ნეოლითი
| ||
ადრეული სახელები | ქასიმის სოფელი | ||
ფართობი | 9 154 დუნამი 3.534 კვ. მილი ან 9 154 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 116 მეტრი | ||
მოსახლეობა | 25 285 კაცი | ||
სიმჭიდროვე | 2 800 (7 200 კვ. მილი) კაცი/კმ² | ||
საფოსტო ინდექსი | 4881000 | ||
ოფიციალური საიტი | kfar-qasem.muni.il | ||
კაფრ ქასიმი (არაბ. كفر قاسم, ებრ. כַּפְר קָאסִם) — გამოითქმის, როგორც კაფრ ქასემი, კუფურ კასემი, კფარ კასემი და კაფარ კასემი, მთაგორიანი ქალაქი ისრაელში, სადაც არაბული მოსახლეობას ცხოვრობს. ქალაქი მდებარეობს დაახლოებით თელ-ავივის აღმოსავლეთიდან 20 კილომეტრში, ისრაელის მხარის მწვანე ზოლზე, რომელიც ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს ორ ნაწილად ჰყოფს, არაბ-ისრაელის ქალაქებისა და სოფლების „პატარა სამკუთხედის“ სამხრეთ ნაწილში. 2022 წელს, ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 25 285 ადამიანს. 1956 წლის 29 ოქტომბერს, ქალაქში მოხდა ქაფრ-კასემის ხოცვა-ჟლეტა, როდესაც ისრაელის სასაზღვრო პოლიციამ მოკლა 49 მოქალაქე. 2008 წლის 12 თებერვალს, ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრის, მეირ შეთრითმა კაფრ ქასიმი ქალაქად გამოცხადა საზეიმო ცერემონიაზე.[1]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქის ტერიტორია დასახლებული იყო ანტიკურ დროში, შუა პალეოლითის პერიოდის აღმოჩენილი ნაშთების საფუძველზე, რომლებიც ნაპოვნია ქესემის მღვიმეში.[2] ცისტერნები, საწნახელი და ტერასული მინდვრები,[3] ბიზანტიური ეპოქის ნაშთებთან ერთად,[4] არის დოკუმენტირებული.
კაფრ ქასიმი იდენტიფიცირებულია კეფარ კესემად (ებრ. כפר קסם). ეს არის ადგილი, რომელიც მოხსენიებულია ტოსეფტაში, როგორც წარმართების წმინდა ხე.[5]
ოსმალთა იმპერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1838 წელს ოსმალთა პერიოდის განმავლობაში, ჯურატ მერდაში ქალაქი იწოდებოდა მუსლიმთა სოფლად (კერფ კასიმი) ნაბლუსის სამხრეთით.[6]
1851–52 წლებში ჩარლზ ვან დე ველდე ქალაქის ტერიტორიას ეწვია და აღნიშნა, რომ „ბევრი ანტიკური ქვა არის გამოყენებული თანამედროვე სახლების და ბევრი სხვა ნაგებობების მშენებლობაში, რაც მიანიშნებდა ტერიტორიის ანტიკურობაზე“.[7]
1870 წელს ვიქტორ გერინი სოფელს ეწვია და კაფრ კასიმი უწოდა. გერინმა აღმოაჩინა, რომ „უფრო ანტიკური ქალაქის ტერიტორია, როგორც არის ნაჩვენები ცისტერნებითა და ნაგვის მასით, ნაპოვნია დღევანდელი სოფლის გარეთ“.[8] სოფლის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 400 მაცხოვრებელს.[9]
1882 წელს დასავლეთ პალესტინის PEF-ის კვლევამ სოფელი აღწერა, როგორც ზომიერი სიდიდის, ძირითადად აგურისგან ნაგები შენობებით, დაბალ ბორცვზე ღია ადგილას. კვლევამ ასევე აღნიშნა, რომ სოფლის სამხრეთით კლდეში ნაკვეთი სამარხი არსებობდა.[10]
ბრიტანული მანდატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1917 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს, ოსმალეთის იმპერია ფლობდა კაფრ ქასიმის (დარჩენილ ტერიტორიებთან ერთად), თუმცა ბრიტანეთის არმიამ მოახერხა და დაიპყრო ტერიტორია, ხოლო მოგვიანებით, კაფრ კასიმი პალესტინის ბრიტანული მანდატის ქვეშ მოექცა.
1922 წლის პალესტინის აღწერისას, კუფრ კუასემში 661 ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაგან ყველა ისლამის მიმდევარი იყო.[11] 1931 წლის აღწერის თანახმად, ქალაქის მოსახლეობა 989 ადამიანმდე გაიზარდა, თუმცა 241 კომლის სახით, მუსლიმები ჯერ კიდევ უმრავლეობაში იყვნენ.[12]
1945 წელს კაფრ კასიმის მოსახლეობა შეადგენდა 1 460 ადამიანს, რომელთაგან ყველა ისლამის მიმდევარი იყო.[13] მუსლიმები ფლობდნენ 12 765 დუნამ მიწას, მიწისა და მოსახლეობის ოფიციალური კვლევის თანახმად.[14] 239 დუნამი განკუთვნილი იყო ციტრუსებისა და ბანანებისთვის, 491 დუნამი — პლანტაციებისა და სარწყავი მიწისთვის, 8 980 დუნამზე დარგეს მარცვლეული,[15] ხოლო 58 დუნამზე გაშენებული იყო (ურბანული) მიწა.[16]
ისრაელი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მე-20 საუკუნე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისრაელის სამხედრო წინსვლა კაფრ ქასიმში შეჩერდა 1948 წლის არაბ-ისრაელის ომის დროს. 1949 წელს ისრაელმა შეთანხმების საფუძველზე განახორციელა ქალაქის ანექსია.
1956 წლის 29 ოქტომბერს, ისრაელის, ფრანგული და ბრიტანული ერთობლივი ძალების მეშვეობით, ისრაელმა ადგილობრივი კომენდანტის საათის დრო გაზარდა, რადგან შეშფოთებული იყო, რომ ახლომდებარე იორდანია დაიწყებდა ბრძოლას.[17] როდესაც კომენდანტის საათი დაიწყო, ისრაელის სასაზღვრო პოლიციის რაზმმა, რომელიც ტერიტორიაზე გააგზავნეს, სამუშაო მინდვრებიდან კაფრ ქასიმში მიმავალი 49 თანასოფლელი მოკლა. მიუხედავად იმისა, რომ საათნახევრით ადრე იყო ინფორმირებული, სანამ სამხედრო კომენდატის საათი დაიწყებოდა, სოფლის ხელმძღვანელმა ისრაელის მეთაურს შეატყობინა, რომ გლეხები და მწყემსები დროულად ვერ შეიტყობდნენ კომენდანტის საათის დაწესების შესახებ.[18] ინციდენტი ცნობილი გახდა, როგორც ქაფრ-კასემის ხოცვა ჟლეტა. 2021 წლის ოქტომბერში, ისრაელის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა 1956 წლის სასაკლაოს გამო სახელმწიფოს სახელით ოფიციალურად მოიხადა ბოდიში.[19]
1959 წელს ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქს მიენიჭა ადგილობრივი საბჭოს სტატუსი.
21-ე საუკუნე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეიხ აბდულა ნიმარ დარვიშმა ისლამური მოძრაობა წამოიწყო. ისრაელის პარლამენტარი შეიხ იბრაჰიმ სარსური, წარმოშობით კაფრ კასიმიდან, ათი წლის განმავლობაში მუშაობდა საქალაქო საბჭოში და 1999 წლიდან ხელმძღვანელობდა ისრაელის ისლამური მოძრაობის სამხრეთ ფრაქციას. 2007 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა შიმონ პერესმა ოფიციალურად მოიხადა ბოდიში კაფრ ქასიმის ხოცვა-ჟლეტისთვის.[20]
2007 წელს ლევ ჰაარეცში სამრეწველო და ლოჯისტიკური ზონის განვითარების გეგმები დამტკიცდა. 2008 წელის განვითარების გეგმის ამოქმედებით დაიწყო.[21] Steimatzky არის ერთ-ერთი მრავალთაგანი კომპანია, რომელიც ამ სფეროში გადავიდა მოღვაწეობის მიზნით.[21] 2008 წელსვე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ კაფრ ქასიმი ქალაქი გახდებოდა.[22]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისრაელის სტატისტიკის ცენტრალური ბიუროს თანახმად, 2012 წლის დასასრულს ქალაქს 21 100 უმეტესწილად მუსლიმი მაცხოვრებელი ჰყავდა.[23] ქალაქში ცხოვრობს 936 ქალი და 1 000 მამაკაცი. მოსახლეობა წლიურად იზრდება 2.7%-ით.
ქალაქის სოციალურ-ეკონომიკური რეიტინგი შედარებით დაბალია (10-დან მე-3 ადგილი). 2000 წელს მე-12 კლასელების მხოლოდ 50.2%-მა მოიპოვა დამამთავრებელი ატესტატის მიღების უფლება. 2000 წელს საშუალო თვიური ხელფასი იყო 3 633 NIS, ეროვნული საშუალო 6,835 NIS-ის საპირისპიროდ.
კულტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაფრ ქასიმი ისრაელის პოლიტიკური თრილერის, კერძოდ, სატელევიზიო სერიალის Fauda მთავარი გადასაღები მოედანი გახდა.
სპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]FC Kafr Qasim თამაშობს ლეუმიტის ლიგაში (მეორე დივიზიონი). ეროვნულ ლიგაში დაწინაურების შემდეგ, გუნდი საშინაო მატჩებს ატარებს ლოდის მუნიციპალურ სტადიონზე. ამჟამად მიმდინარეობს ახალი სტადიონის მშენებლობა.
გამორჩეული პიროვნებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვალიდ ბადირი, ისრაელის ნაკრების ფეხბურთელი
- აბდულა ნიმარ დარვიში, ისლამური მოძრაობის დამფუძნებელი ისრაელში
- ისავი ფრეი, ქნესეთის წევრი
- სამაჰ მარაბი, საერთაშორისო დონის ფეხბურთელი
- რუბელ სარსური, ისრაელის ნაკრების ფეხბურთელი
- იბრაჰიმ სარსური, ქნესეთის წევრი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kafr Qasim massacre was part of an ethnic cleansing plan. The Daily Star (2022-08-05). ციტირების თარიღი: 2024-05-11.
- ↑ Khalaily, 2005, Kafr Qasim (East).
- ↑ Zbenovich et al., 2005, Kafr Qasim, Development Survey.
- ↑ Tendler, 2015, Kafr Qasim (East).
- ↑ Avi-Yonah, Michael (1976). "Gazetteer of Roman Palestine". Qedem. 5: 72. ISSN 0333-5844. (1976). Gazetteer of Roman Palestine, 5, 72, Qedem. ISSN 0333-5844..
- ↑ Robinson and Smith, 1841, vol 3, Appendix 2, p. 126.
- ↑ Van der Velde, 1858, p. 109
- ↑ Guérin, 1875, p. 141, as cited in Conder and Kitchener, 1882, SWP II, p. 324
- ↑ Guérin, 1875, p. 141
- ↑ Conder and Kitchener, 1882, SWP II, p. 285
- ↑ Barron, 1923, Table IX, Sub-district of Nablus p. 26
- ↑ Mills, 1932, p. 64
- ↑ Department of Statistics, 1945, p. 21
- ↑ Government of Palestine, Department of Statistics
- ↑ Government of Palestine, Department of Statistics
- ↑ Government of Palestine, Department of Statistics
- ↑ Spencer C. Tucker, Priscilla Roberts (2008). The Encyclopedia of the Arab-Israeli Conflict: A Political, Social, and Military History, გვ. 567.
- ↑ The Palestinian People (2009). The Palestinian People:A History. Harvard University Press, გვ. 195.
- ↑ "Israel's President Apologizes for 1956 Kafr Qasem Massacre". Haaretz.. Haaretz.
- ↑ President Peres apologizes for Kafr Qasem massacre of 1956. Haaretz (21 December 2007).
- ↑ 21.0 21.1 Industry – החברה הכלכלית כפר קאסם"..
- ↑ [www.haaretz.com Majadele: New Arab city will bolster our sense of belonging].
- ↑ Table 3 - Population of Localities Numbering Above 1,000 Residents and Other Rural Population. Israel Central Bureau of Statistics (2014-04-12.).
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Barron, J. B., ed. (1923). Palestine: Report and General Abstracts of the Census of 1922. Government of Palestine.
- Conder, C.R.; Kitchener, H. H. (1882). The Survey of Western Palestine: Memoirs of the Topography, Orography, Hydrography, and Archaeology. Vol. 2. London: Committee of the Palestine Exploration Fund.
- Department of Statistics (1945). Village Statistics, April, 1945. Government of Palestine.
- Guérin, V. (1875). Description Géographique Historique et Archéologique de la Palestine (in French). Vol. 2: Samarie, pt. 2. Paris: L'Imprimerie Nationale.
- Hadawi, S. (1970). Village Statistics of 1945: A Classification of Land and Area ownership in Palestine. Palestine Liberation Organization Research Center.
- Khalaily, Hamudi (2005-10-02). "Kafr Qasim, (East)". Hadashot Arkheologiyot – Excavations and Surveys in Israel (117).
- Mills, E., ed. (1932). Census of Palestine 1931. Population of Villages, Towns and Administrative Areas. Jerusalem: Government of Palestine.
- Palmer, E. H. (1881). The Survey of Western Palestine: Arabic and English Name Lists Collected During the Survey by Lieutenants Conder and Kitchener, R. E. Transliterated and Explained by E.H. Palmer. Committee of the Palestine Exploration Fund.
- Robinson, E.; Smith, E. (1841). Biblical Researches in Palestine, Mount Sinai and Arabia Petraea: A Journal of Travels in the year 1838. Vol. 3. Boston: Crocker & Brewster.
- Tendler, Avrohom S. (2015-04-14). "Kafr Qasim, (East)". Hadashot Arkheologiyot – Excavations and Surveys in Israel (127).
- Velde, van de, C. W. M. (1858). Memoir to Accompany the Map of the Holy Land. Gotha: Justus Perthes.
- Zbenovich, Vladimir; Barda, Leticia; Haiman, Mordechai (2005-03-10). "Kafr Qasim, Development Survey". Hadashot Arkheologiyot – Excavations and Surveys in Israel (117).