კატარაქტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კატარაქტა — თვალის ბროლის შემღვრევა. დაავადება იწვევს მხედველობის თანდათანობით დაქვეითებასმის სრულ დაკარგვამდე (რჩება მხოლოდ სინათლის შეგრძნება).

გამომწვევი მიზეზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Cataract in human eye.png

კატარაქტა არსებობს თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილი კატარაქტის მიზეზია დედის ორსულობის დროს გადატანილი ინფექციური დაავადებები და სამშობიარო ტრავმა. შეძენილი კატარაქტის მიზეზი შეიძლება იყოს:

კატარაქტის რისკფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს: მდედრობითი სქესი, თვალის მუქი ფერი, სიმსუქნე, მუქი კანი, ნიკოტინისა და ალკოჰოლის მოხმარება.

კლინიკური სურათი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარცხენა მხარეს არის ნაჩვენები როგორ ხედავს ნორმალური მხედველობის მქონე ადამიანი, მარჯვენა მხარეს კი ადამიანის,რომელიც კატარაქტითაა დაავადებული

კატარაქტას აქვს განვითარების რამდენიმე სტადია: საწყისი, მომწიფების, სიმწიფისა და გადამწიფების. კატარაქტაზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია, თუ:

  • პაციენტს აღენიშნება მხედველობის თანდათანობითი დაქვეითება;
  • მხედველობის დაქვეითება არ უკავშირდება თვალის დატვირთვის მატებას;
  • სათვალის დახმარებითაც უჭირს ნაბეჭდი ტექსტის კითხვა;
  • უჭირს შორსმდებარე საგნების გარჩევა;
  • ახლომდებარე საგნები თანდათან კარგავს მოხაზულობას და ბუნდოვანი ხდება;
  • გუგისს არეში შეიძლება მოჩანდეს რუხი შეფერილობა.

კატარაქტა ერთი თვალიდან მეორეზე არ გადადის, მაგრამ ის ფაქტორები, რომლებიც ერთ თვალში მის ჩამოყალიბებას განაპირობებს, თითქმის ყოველთვის იწვევს მეორე თვალის დაზიანებასაც. ასაკობრივი კატარაქტა შეძენილი კატარაქტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ფორმაა. ის უმეტესად ორმხრივია, ანუ ორივე თვალზე ვითარდება, თუმცა ხასიათდება პროცესის არაერთდროული დასაწყისითა და განვითარებით თითოეულ თვალზე. დაავადება უმეტესად ვითარდება 50-55 წელს გადაცირებულ პირებში. კატარაქტა სუბიექტურად ვლინდება მაშინ, როცა შემღვრევა ბროლის ცენტრალურ ნაწილს მოიცავს. ერთ-ერთი ნაადრევი სიმპტომია ხანდაზმულ ასაკში ახლომხედველობის განვითარება, რის გამოც პაციენტს აღარ სჭირდება სამუშაოდ ასაკობრივი სათვალე. ასაკობრივი კატარაქტის მწიფე სტადიაზე გუგის პროექციაში ნათლად იკვეთება რუხი ფერის წარმონაქმნი- ეს შემღვრეული ბროლია. ამ დროს ადამიანი კარგავს ფორმულ მხედველობას და შეიგრძნობს მხოლოდ სინათლის მიმართულებას.

დიაგნოსტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატარაქტის დიაგნოსტიკა რთული არ არის. ის თვალის სტანდარტული ინსტრუმენტული გამოკვლევების შედეგად დგინდება, თუმცა ქირურგიულ ჩარევამდე საჭიროა სხვა დამატებითი გამოკვლევების ჩატარება, რათა თანმხლები დაავადებების არსებობის შემთხვევაში ექიმს ჰქონდეს დაწვრილებითი ინფორმაცია თვალის მდგომარეობის შესახებ.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაწყებითი კატარაქტის სამკურნალოდ არსებობს მრავალი მედიკამენტოზური საშუალება, რომლებიც ძირითადად ვიტამინებისა და ამინმჟავების კომპლექსს შეიცავენ. სადღეისოდ კატარაქტის მკურნალობის ერთადერთ ეფექტურ გზად ქირურგიული მკურნალობა ითვლება. კატარაქტის თანამედროვე მიკროქირურგიული მკურნალობა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მაღალი ტექნოლოგიების განვითარების პირობებში, ესენია: მაღალხარისხოოვანი საოპერაციო მიკროსკოპი და ინსტრუმენტები (ალმასის სკალპელი და სხვ.), ულტრაბგერითი აპარატურა, თვალის გარსების დამცველი ნივთიერებები, კუმშვადი ხელოვნური ბროლი, რომელიც სტაბილურად მაგრდება ბროლის ჩანთაში და არ აქვს არანაირი მავნე ზემოქმედების უნარი. არსებობს ქირურგიული ჩარევის ორი მეთოდი: პირველი მეთოდის დროს შემღვრეული ბროლის ბირთვს მთლიანად იღებენ, შემდეგ კი დარჩენილ ნაწილს მექანიკურად გამორეცხავენ, ან უფრო თანამედროვე მეთოდის დროს, ულტრაბგერითი დანადგარისს ტიტანის ნემსით ხდება ბროლის დაქუცმაცება და მისი ნაწილ- ნაწილ შეწოვა. მეორე მეთოდი, ანუ ფაკოემულსიფიკაცია, უფრო პროგრესულად ითვლება. ნაკლებტრავმულია, არ მოითხოვს ნაკერებს და სწრაფი რეაბილიტაციის პერიოდით ხასიათდება. ამასთანავე, ეს მეთოდი ქირურგის უფრო მაღალ კვალიფიკაციას მოითხოვს. ორივე მეთოდის დროს ხელუხლებელი რჩება ბროლის უკანა კაფსულა, რომელზეც ხელოვნური ბროლი ფიქსირდება. ხელოვნური ბროლის ჩანერგვას იმპლანტაცია ეწოდება. ხელოვნური ბროლი წარმოადგენს ქიმიურად სუფთა, მაღალი ტექნოლოგიის საფუძველზე დამზადებულ 5-7 მმ ზომის ოპტიკურ თვალში და არ სჭირდება შეცვლა მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ოპერაციის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადამიანის თვალი იმპლანტის ჩადგმის შემდგომ

ოპერაციის შემდეგ პაციენტთა უმრავლესობა რამდენიმე საათში ეწერება კლინიკიდან. ოპერაციის შემდგომი პერიოდი ფაკოემულსიფიკაციის მეთოდის გამოყენებით 1-2 დღეს გრძელდება. სწორედ ეს დროა საჭირო მხედველობის მაქსიმალური აღდგენისთვის. მკურნალობა, როგორც წესი, თვალის წვეთების გამოყენებით შემოიფარგლება. ოპერაციის შემდეგ პირველი თვის განმავლობაში პაციენტმა თავი უნდა აარიდოს ზედმეტ ფიქიკურ დატვირთვას და დაიცავს ექიმის რეკომენდაციები, თუმცა მას არ ეკრძალება ნებისმიერი სახის მხედველობითი დატვირთვა (კითხვა, კომპიუტერთან მუშაობა და სხვ.).

პროფილაქტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კატარაქტის პროგრესირების პროფილაქტიკა გულისხმობს ამ დაავადების დროულად გამოვლენას, მართებულ მკურნალობასა და ექიმის მიერ დანიშნულების განუხრელად შესრულებას. საწყის სტადიაზე ინიშნება სპეციალური წვეთები, რომლებიც კატარაქტის მომწიფების პროცესს ანელებს. ეს წვეთები შეიცავს: ვიტამინებს, ფერმენტებს, ამინმჟავებს, მიკროელემენტებს. მათი სისტემატიური მოხმარება აუმჯობესებს ბროლის კვებას და აფერხებს დაავადების სწრაფ პროგრესირებას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]