კასტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კასტეტი
ხევსურული საცერულის სახეობები

კასტეტი (ფრანგ. casse-tête, „გატეხა“, „გახეთქა“ და „თავი“) — ცივი იარაღის სახეობა, თითებზე წამოსაცმელი ლითონის ფირფიტა.[1] საქართველოს კანონმდებლობით მიეკუთვნება დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნების კატეგორიას; იკრძალება მისი გამოყენება სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად.[2]

კასტეტი ცნობილია უძველესი დროიდან, თუმცა თანამედროვე კასტეტის გავრცელება XIX საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა, განსაკუთრებით ამერიკის სამოქალაქო ომის პერიოდში. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ცნობილი იყო ხელჩართულ ჩხუბში სახმარი ცერზე ჩამოსაცმელი რკინის რგოლი, რომელსაც ხევში „საჯიგველი“ ეწოდებოდა, ფშავსა და ხევსურეთში„საცერული“.[3] არსებობდა საცერულის რამდენიმე სახეობა — „ღაჯია“, „მაღალი აფთარი“, „ხერხულა“, „წისქვილა“ და სხვა.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „კასტეტი“. «უცხო სიტყვათა ლექსიკონი» (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა). ნანახია: 6 აპრილი, 2019.
  2. საქართველოს კანონი საქართველოს კანონი იარაღის შესახებ, თავი V, მუხლი 12.1 (ბ). «საქართველოს საკანონმდებლო მაცნე». ნანახია: 6 აპრილი, 2019.
  3. «მთის კილოთა ლექსიკონი» დაარქივებული 2019-04-06 საიტზე Wayback Machine. . თსუ ტექსტკორპუსი. ნანახია: 6 აპრილი, 2019.
  4. „საცერული“. «ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი» (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა). ნანახია: 6 აპრილი, 2019.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Элашвили В. И. Сатитени (Хевсурские боевые кольца). — Тбилиси: Трансжелдориздат, 1960. — 32 с.