კაროლინ კრიადო პერესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაროლინ კრიადო პერესი
დაბადების თარიღი 11 ივნისი, 1984(1984-06-11)[1] (39 წლის)
დაბადების ადგილი ბრაზილია
საქმიანობა ჟურნალისტი, მწერალი და ფემინისტი[2]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[3]
ალმა-მატერი კებლ-კოლეჯი, ლონდონის ეკონომიკის სკოლა და ოუნდლის სკოლა
Magnum opus Invisible Women: Exposing Data Bias in a World Designed for Men და Do it like a woman
ჯილდოები 100 ქალი და ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი
საიტი carolinecriadoperez.com

კაროლინ ემა კრიადო პერესი (დ. 1984 ) — ბრიტანელი ფემინისტი ავტორი, ჟურნალისტი და აქტივისტი . მისი პირველი ეროვნული კამპანია, პროექტი ქალთა ოთახი, მიზნად ისახავდა ქალი ექსპერტების წარმომადგენლობის გაზრდას მედიაში . იგი ეწინააღმდეგებოდა ბრიტანეთის ბანკნოტებიდან ერთადერთი ქალის სურათის ამოღებას (გარდა დედოფლისა ), რასაც მოჰყვა ინგლისის ბანკის სწრაფი განცხადება, რომ ჯეინ ოსტინის სურათი 2017 წლისთვის 10 ფუნტის კუპიურაზე გამოჩნდებოდა. [4]ამ კამპანიამ გამოიწვია კრიადო პერესისა და სხვა ქალების მიმართ მუდმივი შევიწროება სოციალურ ქსელ Twitter-ზე; შედეგად, Twitter-მა გამოაცხადა საჩივრების პროცედურების გაუმჯობესების გეგმა. მისი ბოლო კამპანია იყო - ქალის სკულპტურა პარლამენტის მოედანზე; მილისენტ ფოსეტის ქანდაკება გაიხსნა 2018 წლის აპრილში, გაერთიანებულ სამეფოში ქალთა საარჩევნო უფლების გამარჯვების ასი წლის აღნიშვნის ფარგლებში. მისი 2019 წლის წიგნი უხილავი ქალები: მონაცემთა მიკერძოების გამოვლენა მამაკაცებისთვის შექმნილ სამყაროში Sunday Times-ის ბესტსელერი იყო. [5]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ბრაზილიაში 1984 წელს. ის არის კარლოს კრიადო პერესის ქალიშვილი, წარმოშობით არგენტინელი ბიზნესმენი და Safeway სუპერმარკეტების ქსელის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი დიდ ბრიტანეთში. დედა, ელისონი, ინგლისელი რეგისტრირებული მედდა, რომელიც მუშაობდა, როგორც ექიმი საზღვრების გარეშე უამრავ ჰუმანიტარული დახმარების მისიაში. [6] [7] ოჯახი მისი ბავშვობის პერიოდში ცხოვრობდა რამდენიმე ქვეყანაში, [8] მათ შორის ესპანეთში, პორტუგალიასა და ტაივანში, ასევე დიდ ბრიტანეთში. [7] როდესაც კრიადო პერესი 11 წლის იყო, მამამისი გადავიდა საცხოვრებლად ნიდერლანდებში . მან დაიწყო სკოლა ინტერნატში სწავლა (Oundle School), საჯარო სკოლა ნორთჰემპტონშირში, ინგლისი. [9] მას არ მოსწონდა იქ ყოფნა და სკოლის რეალობა აღწერა, როგორც ბულინგის კულტურა. [7]

კრიადო პერესმა ერთი წელი გაატარა ლონდონის უნივერსიტეტში, შემდეგ მიატოვა ისტორიის კურსი. [10] თინეიჯერობის პერიოდში ოპერისადმი გატაცება განუვითარდა, სურდა გამხდარიყო ოპერის მომღერალი [11] და სხვადასხვა სამუშაოების დახმარებით აფინანსებდა თავის სიმღერის გაკვეთილებს. [7]

კრიადო პერესი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ციფრულ მარკეტინგიში, [12] შემდეგ სწავლობდა ინგლისურ ლიტერატურას. მან მოიპოვა ადგილი ინგლისური ენისა და ლიტერატურის შესასწავლად ოქსფორდის კებლე კოლეჯში, როგორც ზრდასრულმა სტუდენტიმა. [11] დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტი 2012 წელს [7] ენისა და სქესის შესწავლამ და დებორა კამერონის წიგნმა, რომელიც განიხილავს სქესის ურთიერთობას ნაცვალსახელებთან, განაპირობა ის, რომ კრიადო პერესი აქტიური ფემინისტი გახდა. [10]

იგი 2012 წელს ლონდონის ბიბლიოთეკის სტუდენტური წერის კონკურსში მეორე ადგილზე გავიდა, მიიღო £1000 და სხვა პრიზები. [13] მას შემდეგ იგი მუშაობდა 2012 წელს ფარმაცევტული ინდუსტრიის საინფორმაციო და ქსელური პორტალზე რედაქტორად [12] და 2013 წელს ლონდონის ეკონომიკის სკოლის მაგისტრატურაში გენდერული კვლევების დამთავრების პროცესში იყო. [7]

2013 წლის ივნისში ჟურნალისტ კეტი ნიუმენის პროფილში The Telegraph- ში, კრიადო პერესი წერდა: „კულტურა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, შედგება პატარა სექსისტური ქმედებებისგან, რომელთა იგნორირება შეგიძლიათ, მაგრამ როდესაც მათზე ერთობლივად ფიქრობთ, იწყებთ ყალიბის დანახვას.“ [14]

კამპანიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალის წარმომადგენლობა მედიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის ნოემბერში, კეტრინ სმიტთან ერთად, მან დააარსა ვებგვერდი Women's Room, რომლის მიზანია შეაგროვოს წინადადებები ქალი პროფესიონალებისთვის და მიაწოდოს ჟურნალისტებს მედიაში ქალების პროპორციის გაზრდის შესახებ. [15] [16] ამ განვითარების უშუალო მიზეზი იყო 2012 წლის ოქტომბრის გადაცემა თინეიჯერების ორსულობისა და ძუძუს კიბოს პრევენციის შესახებ, რომელშიც არცერთი ქალი ექსპერტი არ იყო გამოკითხული - ასევე , ინტერვიუერები მამრობითი სქესის წარმომადგენლები იყვნენ. [17] შედეგად, წამყვანმა ჯონ ჰამფრისს უნდა დაესვა შეკითხვა  : „ქალი რომ ყოფილიყავი, ჩაიტარებდი თუ არა სკრინინგს უყოყმანოდ?“ [18] გამოკითხულთაგან ერთ-ერთი თინეიჯერული ორსულობის შესახებ საკითხზე იყო ველინგტონის კოლეჯის დირექტორი - ენტონი სელდონი. კრიადო პერესი წერდა, რომ სელდონი შეიძლება იყოს ავტორიტეტი ბრიტანეთის თანამედროვე პოლიტიკურ ისტორიაში, მაგრამ არა უშუალოდ განსახილველ თემაზე. [19] მან კომენტარი გააკეთა 2012 წლის ნოემბრის დასაწყისში: „ეს ხმები აყალიბებენ დებატებს და, შესაბამისად, ისინი დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს ამჟამად პოპულისტურ საჯარო პოლიტიკაზე. საჯარო პოლიტიკა იმდენად რეაგირებს მედიაზე, მოდით გავხადოთ მედია საზოგადოების ჭეშმარიტად წარმომადგენლობითი“. [18]

2013 წლის აპრილში ვიკიპედიის დაპირისპირება ეხებოდა ამერიკელი ქალი რომანისტებისთვის ქვეკატეგორიის შექმნას, ის ამბობდა: „ეს ამტკიცებს აზრს, რომ კაცები არიან ნაგულისხმევი და არავითარ შემთხვევაში არ სჭირდებათ მარკირება, მაშინ როცა ქალები ჯერ კიდევ განიხილება, როგორც გამონაკლისი“. [20]

ქალები ბანკნოტებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვა კამპანიაში მან გააკრიტიკა ინგლისის ბანკის გადაწყვეტილება, ელიზაბეტ ფრაი შეეცვალა უინსტონ ჩერჩილით 5 ფუნტი სტერლინგის კუპიურაზე უკანა მხარეს; [21] დედოფალი გამოსახულია ბანკნოტების წინა მხარეს, უკანა მხარეს კი მხოლოდ ისტორიულად გამოჩენილი ადამიანები. კრიადო პერესმა აღნიშნა, რომ 2010 წლის თანასწორობის აქტი ავალდებულებს საჯარო დაწესებულებებს „შეემცირებინათ დისკრიმინაცია“, ხოლო კუპიურაზე გამოსახულების შეცვლის ფაქტი საპირისპიროს წარმოაჩენდა. [22] [21]

კამპანიამ, რომელმაც მოიპოვა 35000 მომჩივნის მხარდაჭერა და ფინანსური მხარდაჭერა პოტენციური სამართლებრივი გამოწვევისთვის [23] [21] აიძულა მარკ კარნი, ინგლისის ბანკის ახლად დანიშნულ გუბერნატორი, გამოეცხადებინა, რომ ჯეინ ოსტინის სურათი გამოჩნდებოდა ახალი 10 ფუნტის კუპიურაზე, რომელიც ჩერჩილის კუპიურს ჩაანაცვლებს.

ღირსებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბანკნოტებზე ქალების გამოსახვის შესახებ წარმატებული აქტივიზმისთვის, კრიადო პერესმა მიიღო წლის ადამიანის უფლებათა კამპანიის ჯილდო ზეწოლის ჯგუფ თავისუფლებისგან 2013 წლის ნოემბერში [24] 2013 წელს იგი ასევე დასახელდა BBC-ის 100 ქალთა შორის. [25] კრიადო პერესი დაინიშნა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის (OBE) ოფიცრად 2015 წელს თანასწორობისა და მრავალფეროვნებისთვის, განსაკუთრებით მედიაში გაწეული წვლილისთვის. 2019 წელს კრიადო პერესმა მიიღო წლის ბიზნეს წიგნის ჯილდო უხილავი ქალებისთვის: მონაცემთა მიკერძოების გამოვლენა მამაკაცებისთვის შექმნილ სამყაროში .

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Companies House — 1988.
  2. Czech National Authority Database
  3. Companies House — 1988.
  4. „Jane Austen to be face of the Bank of England £10 note“. BBC News. 24 July 2013. ციტირების თარიღი: 28 April 2020.
  5. Invisible Women en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 26 February 2020
  6. Criado-Perez, Alison. Alison Criado-Perez. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2021. ციტირების თარიღი: 28 April 2020
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 Hattenstone, Simon (4 August 2013). „Caroline Criado Perez: 'Twitter has enabled people to behave in a way they wouldn't face to face'. The Guardian. ციტირების თარიღი: 20 April 2015.
  8. Dennys, Harriet (30 July 2013). „City Diary: Campaigns are family currency for banknote protester Caroline Criado Perez“. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 28 April 2020.
  9. Ing, Lucy. Speaking Up For Women. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 სექტემბერი 2021. ციტირების თარიღი: 24 April 2018
  10. 10.0 10.1 Thompson, Jennifer (10 November 2017). „Who expects death threats for asking for a woman on a banknote?“. Financial Times. ციტირების თარიღი: 28 April 2020.
  11. 11.0 11.1 „The London Library Student Prize Winner and Runners Up 2012“ (PDF). The London Library Magazine. March 2012. p. 22. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 29 October 2012.
  12. 12.0 12.1 Caroline Criado Perez.
  13. Winner announced (30 March 2012). ციტირების თარიღი: 5 August 2013
  14. Cathy Newman. (6 June 2013) Meet the woman fighting the Bank to keep females on fivers. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: 28 April 2020
  15. Driscoll, Brogan (15 March 2013). „Caroline Criado Perez, The Women's Room Co-Founder, On Female Experts, Feminism And Media“. The Huffington Post. ციტირების თარიღი: 28 April 2020.
  16. Szalai, Georg (5 November 2012). „U.K. Web Site to Help BBC Get More Female Experts on Air“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: 28 April 2020.
  17. About Us. The Women's Room. ციტირების თარიღი: 28 April 2020
  18. 18.0 18.1 Criado Perez, Caroline (5 November 2012). „Female experts for BBC interviews wanted. Your suggestions please“. The Guardian. ციტირების თარიღი: 28 April 2020.
  19. Criado Perez, Caroline (5 November 2012). „Finding female experts – doing the BBC's job for them“. New Statesman. ციტირების თარიღი: 28 April 2020.
  20. Rawlinson, Kevin (26 April 2013). „Wikipedia in sexism row after labelling Harper Lee and others 'women novelists' while men are 'American novelists'. The Independent. ციტირების თარიღი: 28 April 2020.
  21. 21.0 21.1 21.2 Criado Perez, Caroline (4 July 2013). „Women on bank notes: is the Bank of England finally listening?“. The Guardian. ციტირების თარიღი: 28 April 2020.
  22. Hinge, Daniel (11 June 2013). „Bank of England faces legal challenge over all-male banknote roster“. Central Banking. ციტირების თარიღი: 28 April 2020.
  23. Bennhold, Katrin (4 August 2013). „Bid to Honor Austen Is Not Universally Acknowledged“. The New York Times. ციტირების თარიღი: 28 April 2020.
  24. Bowcott, Owen (25 November 2013). „Guardian wins Liberty award for articles about GCHQ and NSA spying“. The Guardian. ციტირების თარიღი: 28 April 2020.
  25. „100 Women: Who took part?“. BBC News. 22 November 2013. ციტირების თარიღი: 15 April 2018.
  26. Elmhirst, Sophie (9 May 2015). „Do It Like a Woman … and Change the World by Caroline Criado Perez – review“. The Guardian. ციტირების თარიღი: 28 April 2020.
  27. Pells, Rachael (30 April 2015). „Do It Like a Woman by Caroline Criado Perez, book review: Fuel to feminist fire, but little more“. The Independent. ციტირების თარიღი: 28 April 2020.
  28. Criado Perez, Caroline. (23 February 2019) The deadly truth about a world built for men – from stab vests to car crashes. ციტირების თარიღი: 28 April 2020