კარლ ჰაუსჰოფერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარცხნივ გენერალი კარლ ჰაუსჰოფერი და მარჯვნივ რუდოლფ ჰესი

კარლ ჰაუსჰოფერი (გერმ. Karl Haushofer; დ. 27 აგვისტო 1869 — გ. 10 მარტი 1946) — გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე და მეცნიერი, გერმანული გეოპოლიტიკური სკოლის თავკაცი კარლ ჰაუსჰოფერი დაიბადა 1869 წლის 27 აგვისტოს მიუნჰენში. 1887 წლიდან იგი დიპლომატიურ სამსახურში იყო. 1908-1910 წწ. იაპონიაში მუშაობდა. პირველი მსოფლიო ომის დროს 1914-1918 წწ. ჰაუსჰოფერი ბრიგადის გენერალი იყო. 1921 წელს მიუნჰენის უნივერსიტეტში მას პროფესორის ცენზი მიენიჭა. იქვე, მან დააარსა გეოპოლიტიკის სკოლა. ჰაუსჰოფერს ახლო ურთიერთობები ჰქონდა მესამე რაიხის ერთ–ერთ თვალსაჩინო წარმომადგენელთან რუდოლფ ჰესსთან, რომელიც მან შემდგომში ა. ჰიტლერს გააცნო. პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორის იდეები დიდი პოპულარობით სარგებლობდა მესამე რაიხის მაღალ წრეებში და ზოგადად, გერმანულ საზოგადოებაშიც. იგი გარდაიცვალა 1946 წლის 13 მარტს ქ. ვაილჰაიმის მახლობლად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]