კარლ-მარქს-ჰოფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კარლ-მარქს-ჰოფი

კარლ-მარქს-ჰოფი (გერმ. Karl-Marx-Hof) — ერთ-ერთი ყველაზე უკეთ ცნობილი გემაინდებოტენი (მუნიციპალური საცხოვრებელი კომპლექსი) ვენაში, ჰაილიგენშტადტში, ვენის მე-19 რაიონში — დობლინგი.

კარლ-მარქს-ჰოფი აგებულია მიწაზე, რომელიც მე-12 საუკუნე დუნაის კალაპოტში იმყოფებოდა. ეს ადგილი იმდენად ღრმა იყო, რომ გემებს თავისუფლად შეეძლო მდინარეზე გადაადგილება. 1750 წლისთვის აქ მცირე გუბეღა დარჩა, რომელიც საღვთო რომის იმპერატორმა იოზეფ II-მ დააშრობინა. შემდეგ ამ ადგილას ბაღები გაშენდა, თუმცა ისინი 1920-იან წლებში მოასწორეს ვენის სიდიდით მესამე საცხოვრებელი კომპლექსის ასაშენებლად. ამ პროგრამას სოციალ-დემოკრატები ახორციელებდნენ, სპეციალური გადასახადით დაფინანსებით. პროექტს ადგილობრივი და საერთაშორისო არქიტექტორები უძღვებოდნენ.

კარლ-მარქს-ჰოფი 1927-1930 წლებში აშენდა ქალაქმგეგმავი კარლ ენის მიერ, რომელიც ოტო ვაგნერის მიმდევარი იყო. მასში 1382 ბინა (30-60 მ² თითოეული) იყო და Ringstraße des Proletariats ეწოდებოდა. 1000 მეტრი სიგრძის (156.000 მ² ფართობის) ნაკვეთის მხოლოდ 18,5% გაშენდა, ხოლო დანარჩენი ნაწილი სათამაშო მოედნებსა და ბაღებს დაეთმო. კომპლექსი განკუთვნილია 5000 მცხოვრებზე.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Christoph Jünke: Der Karl_Marx-Hof als Erinnerungsort des "Roten Wien". In: Arbeit – Bewegung – Geschichte. I/2017, S. 117–125.
  • Gerald und Genoveva Kriechbaum (Hrsg.): Karl-Marx-Hof. Versailles der Arbeiter; Wien und seine Höfe. Fotografien von Gerald Zugmann.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Karl-Marx-Hof im Weblexikon der Wiener Sozialdemokratie