შინაარსზე გადასვლა

კარლო მეგრელიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კარლო მეგრელიშვილი (დ. 29 სექტემბერი, 1915, თბილისი — გ. იანვარი, 2006) — ქართველი ინჟინერი. საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი (1958), თბილისის საპატიო მოქალაქე (1997).


1952 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინრების ინსტიტუტი.

1932–1942 წლებში მუშაობდა სამუშაოების მწარმოებლად ამიერკავკასიის სამრეწველო მშენებლობის ტრესტში. ქ. თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის სამმართველოში — უფროს ტექნიკად, საგზაო სამსახურის უფროსის მოადგილედ და მთავარ ინჟინრად, საგზაო სამსახურის უფროსად. 1941-1946 წლებში იმყოფებოდა საბჭოთა არმიის რიგებში სხვადასხვა თანამდებობებზე. დიდი სამამულო ომის მონაწილე. 1950–1961 წლებში თბილისის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომში საპასუხისმგებლო პოსტზეა. 1961 წლის სექტემბერში აირჩიეს ქ. თბილსის ორჯონიკიძის მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ. იყო თბილისის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს დეპუტატი. პარტიის თბილისის კომიტეტის წევრი. 1968–1978 წლებში თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის მოადგილე მშენებლობის დარგში. 1979 წლიდან თბილისის მერიის მთავარი სპეციალისტი, შემდეგ მთავარი მრჩეველი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]