კარიბის ანდები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კარიბის ანდები — მთები ვენესუელაში, კარიბის ზღვის ნაპირის გასწვრივ. სიგრძე დაახლოებით 800 კმ. 2765 მეტრამდე სიმაღლის ქედები დანაწევრებულია ტექნიკურ-ეროზიული გასწვრითი ხეობებით. უმთავრესად აგებულია მეზოზოური ასაკის მეტამორფული ქანებით, გრანიტული ინტრუზივებითა და მეზო-კაინოზოური ეფოზიური და დანალექი ქანებით. ხშირია მიწისძვრა. არის ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოები. 900-1000 მეტრამდე ქსეროფიტული ბუჩქნარებია. უფრო მაღლა ფოთოლმცვივანი მარადმწვანე ტყე და ბუჩქოვანი მდელოა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]