კარგინსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარგინსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
კარგინსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია — რუსეთი
კარგინსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კარგინსკაია
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1886
გარე სურათები
ეკლესიის ხედი, 2010
ეკლესიის სამრეკლო

კარგინსკაიის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (რუს. Церковь Покрова Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია სტანიცა კარგინსკაიაში მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯერ კიდევ 1868 წელს ხუტორ კაგალნიცკაიაში ააგეს ერთსაკურთხევლიანი, ხის ღვთისმშობლის კვართის სახელობის ეკლესია[2].

1891 წლის 8 ნოემბერს ეკლესიასთან გაიხსნა საეკლესიო-სამრევლო სკოლა, რომელიც იმყოფებოდა წმინდა სინოდის დაქვემდებარებაში. სკოლაში სწავლობდნენ მდიდარი კაზაკებისა და ეკლესიის მსახურთა შვილები. 1896 წლის 1 თებერვალს გაიხსნა ქალთა სამრევლო სასწავლებელი. 1912 წლისთვის კაგალნიცკაიის ეკლესიას ჰქონდა ცხრა სამრევლო და სახალხო სკოლა[2].

როდესაც კაგალნიცკაიის მახლობლად გაჩნდა ახალი ხუტორები და მრევლი გაიზარდა, პატარა ეკლესია უკვე ვერ აკმაყოფილებდა ყველა მრევლს. კაზაკების შემოწირულობის ხარჯზე გადაწყვიტეს აეშენებინათ ახალი ქვის ეკლესია. დაიწყო თანხების შეგროვება და დაიწყეს სამსაკურთხევლიანი ეკლესიის მშენებლობაც. აგური მიიტანეს ვორონეჟის გუბერნიიდან, სამრეკლოსათვის შეიძინეს ზარები, დაკიდეს რკინის კარი. გუმბათის ქვეშ დაკიდეს ჭაღი 150 სანთლით[2] .

ახალი ეკლესია საზეიმოდ გაიხსნა 1886 წელს. ღვთისმშობლის კვართის ხსენების დღეს. თავისი ზომებით კაგალნიცკის ეკლესია გახდა ყველაზე დიდი ზემო დონის მხარეში. ძველლი ხის ეკლესია 1892 წელს უსასყიდლოდ გადასცეს სლობოდა კალაჩ-კურტალაკს. ეკლესიის გარშემო მდებარეობს ზემო დონში ყველაზე ძველი სასაფლაო.

1913 წლის 29 ივლისს, სწორედ ამ ეკლესიაში დაქორწინდნენ მიხეილ შოლოხოვის მშობლები ალექსანდრე და ანასტასია[2].

ოქტომბრის რევოლუციასა და სამოქალაქო ომს გადარჩენილი ეკლესია 1939 წელს დახურეს. მაში განატავსეს კლუბი და ბიბლიოთეკა. ჯვარი და ზარები ჩამოხსნეს. შემდეგ ეკლესია დაშალეს და აგურისგან ააშენეს სკოლა. ამჟამად ამ ეკლესიის ადგილზე მდებარეობს კარგინის კულტურის სახლი[3].

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სტანიცაში დარეგისტრირდა ახალი მართლმადიდებლური თემი, რომელსაც გადაეცა სოფლის ხის სახლი, რომელიც გადააკეთეს ღვთისმშობლის კვართის ეკლესიად და სახურავზე დაადგეს გუმბათი.

ეკლესიის წინამძღვარი გახდა იღუმენი სოფრონი (შერშენი)[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]