კამენოლომნის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კამენოლომნის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია
კამენოლომნის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია — რუსეთი
კამენოლომნის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა კამენოლომნი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101107000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1949-1950

კამენოლომნის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესია (რუს. Церковь Михаила Архангела) — მართლმადიდებლური ეკლესია ოქტომბრის რაიონის სოფელ კამენოლომნში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას[1]. აგებულია 1914 წელს. როსტოვის ოლქის მცირე საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 დადგენილებით წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს[2].

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ოქტომბრის რაიონი, სოფელი კამენოლომნი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხუტორ მაქსიმოვკის (კამენოლომნის ძველი სახელწოდება) ახლოს, XIX საუკუნის დასასრულს დაარსდა ხუტორი ნოვოგრუშევსკაია, რომელშიც დასახლდნენ სტანიცა კრივიანსკოიდან გადმოსახლებული ახალგაზრდა კაზაკების ოჯახები. ორ ხუტორს ერთმანეთისაგან ჰყოფდა პატარა ნაკადული. ნოვოგრუშევსკაიაში რამდენიმე ხნის შემდეგ ააგეს ეკლესია და საეკლესიო-სამრევლო სკოლა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ეკლესია დაინგრა, ამის გამო ღვთისმსახურება გადაიტანეს საცხოვრებელ სახლში, რომელიც მალევე გადააკეთეს საბავშვო სახლად[3].

1948 წლიდან მოყოლებული სამლოცველო სახლის მართლმადიდებელი თემი აგროვებდა სახსრებს, რომლითაც შემდეგ გამოისყიდეს მიწის ნაკვეთები და ნაგებობები. წლების განმავლობაში იგი გადააკეთეს ეკლესიად, რომელიც მოქმედებს დღემდე. დაარსდა ახალი საკვირაო სკოლა[3].

1980-იან წლებში მიმდინარეობდა ეკლესიის რეკონსტრუქცია, რომლის დროსაც ეკლესიის კედლები მოაპირკეთეს წითელი აგურით[1].

1992 წელს ტაძარი აღიარეს რუსეთის ფედერაციის ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Каменоломни|Церковь Михаила Архангела. sobory.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-21.
  2. 2.0 2.1 Памятники истории и культуры (объекты культурного наследия) народов Российской Федерации. old.kulturnoe-nasledie.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-22. ციტირების თარიღი: 2017-02-21.
  3. 3.0 3.1 Храм Архангела Михаила — Нижнедонское Благочиние. www.don-blago.ru. ციტირების თარიღი: 2017-02-21.