კალოთანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კალოთანა
კოორდინატები: 42°36′06″ ჩ. გ. 44°57′52″ ა. გ. / 42.60167° ჩ. გ. 44.96444° ა. გ. / 42.60167; 44.96444
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული დუშეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2978 
ქედი აღმოსავლეთი კავკასიონი
კალოთანა — საქართველო
კალოთანა
კალოთანა — მცხეთა-მთიანეთის მხარე
კალოთანა

კალოთანა, კალოთანისღელე — უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აღმოსავლეთ კავკასიონზე, მდინარე ხევსურეთის არაგვის სათავეში. სიმაღლე 2978 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალოთანის მიდამოები შემოსილია ალპური მდელოებით. საცალფეხო გზა გადადის ხევსურეთის არაგვის ხეობიდან მდინარე არხოტისწყლის ხეობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]