კალიკრატე
იერსახე
| კალიკრატე | |
|---|---|
| პირადი ინფორმაცია | |
| დაბ. თარიღი | ძვ. წ. 470 |
| დაბ. ადგილი | ძველი ათენი |
| გარდ. თარიღი | ძვ. წ. 420 |
| გარდ. ადგილი | ძველი ათენი |
| ნამუშევრები და მიღწევები | |
| საქმიანობა | არქიტექტორი |
| მოქალაქეობა | ძველი ათენი |
| მნიშვნელოვანი პროექტები | პართენონი და Temple of Athena Nike[1] |
კალიკრატე (ბერძ. Καλλικράτης) — ძველი ბერძენი არქიტექტორი. ცხოვრობდა ძველი წელთაღრიცხვა|წელთაღრიცხვის V საუკუნეში. მუშაობდა ათენში მონაწილეობდა ათენის ეგრეთ წოდებულ გრძელი კედლების შექმნაში ( ძვ. წ. 457–445 წლებში) და აკროპოლისის კედლების აღმოსავლეთ ნაწილის გამაგრებაში. მისი აგებულია პართენონი (ძვ. წ. 447–438 წლებში, იქტინესთან ერთად) და ნიკე აპტეროსის პატარა იონიური ტაძარი (დამთავრდა ძვ. წ. 420 წელს) აკროპოლისზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 333.