პართენონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პართენონი
Parthenon.Southern.Side.damaged.jpg
პართენონი ღამით

პართენონი (ბერძნ.: Παρθενώνας) — ძვ. წ. V საუკუნეში ათენის აკროპოლისზე აგებული ათენას ტაძარი. იგი ყველაზე კარგად ცნობილი დღემდე მოღწეული ძველი ბერძნული ნაგეობაა და საყოველთაოდ ითვლება ბერძნული არქიტექტურის უნატიფეს ნიმუშად. მისი დეკორატიული სკულპტურები ბერძნული ხელოვნების მწვერვალს წარმოადგენს. პართენონი ძველი საბერძნეთისა და ათენის დემოკრატიის სიმბოლოდ ითვლება და ის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდედისი კულტურული მონუმენტია.

შენობას ერქვა ქალღმერთ ათენას ტაძარი და მისი დღევანდელი სახელი მომდინარეობს ძველი ბერძნული სიტყვიდან პართენოს (παρθένος — ქალწული). პართენონმა შეცვალა ათენას ძველი ტაძარი, რომელიც ძვ. წ. 480 წელს სპარსელებმა გაანადგურეს. სხვა მრავალ ბერძნულ ტაძართა მსგავსად პართენონს იყენებდნენ როგორც განძსაცავს და აქ ინახებოდა დელოსთა ლიგის საგანძური, რომელიც მოგვიანებით ათენის იმპერია გახდა.

ახ. წ. VI საუკუნეში პართენონი ღვთისმშობლის სახელობის ქრისტიანულ ეკლესიად გადაკეთდა. თურქების მიერ ათენის აღების შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა. 1687 წელს შენობაში განთავსებული თურქული ჯარების ამუნიცია ვენეციურმა ყუმბართმყორცნმა ააფეთქა; აფეთქებამ მძიმედ დააზიანა პართენონი და მისი სკულპტურები. XIX საუკუნეში ლორდ ერგინმა ზოგიერთი გადარჩენილი სკულპტურა პართენონიდან გამოიტანა და ინგლისში წაიღო. ეს სკულპტურები, ცნობილი როგორც ელგინის მარმარილო, ამჟამად ბრიტანეთის მუზეუმშია გამოფენილი. კამათი საბერძნეთისა და ბრიტანეთის მთავრობებს შორის ელგინის მარმარილოს სამშობლოში დაბრუნების თაობაზე დღემდე გრძელდება.

პართენონი, აკროპოლისის სხვა შენობებთან ერთად საბერძნეთის ყველაზე პოპულარული ტურისტული არქეოლოგიური ძეგლია. საბერძნეთის კულტურის სამინისტრო ამჟამად ახორციელებს მასშტაბურ აღდგენით-სარეკონსტრუქიო სამუშაოებს ტაძარსა და მის შემოგარენზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: