კაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაი
წარმოშობის ქვეყანა იაპონია
თვისებები
წონა მდედრი 16-18
სიმაღლე მამრი 52=58 სმ.
მდედრი 48-52 სმ.
ბეწვი ნებისმიერი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
11-13 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

კაი (იაპონ. 甲斐犬) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია იაპონიაში XVIII საუკუნეში.

ეს ჯიში, რომელსაც ტორა ინუს (ვეფხვისებრი ძაღლი) უწოდებდნენ, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში არსებობდა იაპონური პრეფექტურის იამანასის მთიან ნაწილებში. 1934 წელს კაი „ეროვნულ საგანძურად“ გამოცხადდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ იაპონელებმა დაიწყეს სხვადასხვა ევროპული ძაღლის იმპორტირება. ეს დაემთხვა ადგილობრივი ჯიშების მიმართ ინტერესის შემცირებას. თუმცა 1930-იან წლებში მკვლევარმა კინოლოგმა ხარუო ისოგაიმ ჩაატარა წარმატებული სამეცნიერო შრომა, რომლის შედეგად შემუშავდა იაპონური ძაღლების ჯიშების კლასიფიკაცია. კაი საშუალო ზომის ანუ შიკა ინუს ტიპური ძაღლია.

კაი მონოგომია შეიძლება საკმაოდ ჯიუტი იყოს. ეს იაპონურ ჯიშებს შორის ყველაზე ნაკლებად ემოციური ძაღლია ჩრდილოეთ ამერიკაში კაი მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის წინ გამოჩნდა. კაი კარგად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას და სიცივეს. ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს ჟღალი-ვეფხვისებრი და მუქი-ვეფხვისებრი. სხეულის უკანა ნაწილი და ფეხები უხეში ბალნითაა დაფარული, მაგარი კუდი ზურგისკენაა დახვეული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კაი&oldid=4569355“-დან