კინოლოგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კინოლოგია (ბერძ. kynós ნათ. ბრ. kynós — ძაღლი და ... ლოგია) — მეცნიერება ძაღლების, მათი ჯიშებისა და მათი მოვლის შესახებ. კინოლოგია სწავლობს ძაღლის ანატომიასა და ფიზიოლოგიას, შინაური ძაღლების ჯიშების წარმოშობასა და ევოლუციას, მომრავლებასა და სელექციას, კვებას, შენახვას, წვრთნას და მათ გამოყენებას სანადირო, სადარაჯო, სამუშაო, სამძებრო დანიშნულებით, აგრეთვე დეკორატიული მიზნებისათვის. კინოლოგია თანამედროვე მეძაღლეობის საფუძველია.[1] სპორტული კინოლოგია ეწოდება გაწვრთნილი ძაღლების შეჯიბრებას მფლობელთა თანხლებით. აღიარება მოიპოვა 2000 წელს, როცა შეიქმნა კინოლოგიური სპორტის საერთაშორისო ფედერაცია. საქართველოში სპორტული კინოლოგიის ისტორია იწყება 1927 წლიდან, როდესაც დოსააფი დაფუძნდა. მაშინ მისი მიზანი იყო წვევამდელის მომზადება ჯარისთვის ძაღლთან ერთად. იმ პერიოდიდან თბილისში მოქმედებს კინოლოგიური კლუბი. საქართველოს ნაკრები რეგულარულად მონაწილეობდა სსრკ ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში. 2004 წელს საქართველო კინოლოგიური სპორტის საერთაშორისო ფედერაციის ნამდვილი წევრი გახდა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 522.
  2. კინოლოგია სპორტული. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-07. ციტირების თარიღი: 2014-06-20.