შინაარსზე გადასვლა

იოჰან ცერკლას ტილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოჰან ცერკლას ტილი
დაბადების თარიღი თებერვალი, 1559[1]
დაბადების ადგილი Tilly
გარდაცვალების თარიღი 30 აპრილი, 1632(1632-04-30)[2] [1] [3] [4] (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი ინგოლშტადტი[2]
ჯარის სახეობა Army of Flanders
წოდება გენერალისიმუსი და გენერალი[5]
ბრძოლები/ომები ნიდერლანდის რევოლუცია, ოცდაათწლიანი ომი, რაინის ბრძოლა, თეთრი მთის ბრძოლა და Battle of Lutter

გრაფი იოჰან ცერკლას ფონ ტილი (გერმ. Johann t'Serclaes Graf von Tilly; დ. თებერვალი 1559, ვილერ-ლა-ვილი — გ. 30 აპრილი, 1632, ინგოლშტადტი) — იმპერიის ფელდმარშალი, ოცდაათწლიანი ომის გამოჩენილი მხედართმთავარი, რომელმაც რიგი მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა.

ტილი დაიბადა ესპანეთის ნიდერლანდებში 1559 წელს, წარმოშობით წარჩინებული გვარიდან იყო, რომელიც ბრიუსელის მახლობლად ცხოვრობდა. აღიზარდა იეზუიტების სკოლაში, რომელმაც მას რელიგიური ფანატიზმი შთააგონა. თავისი სამხედრო კარიერა ტილიმ დაიწყო 15 წლის ასაკში ესპანეთის არმიაში, პარმის ჰერცოგის, ალესანდრო ფარნეზის ხელმძღვანელობის ქვეშ, აჯანყებული ნიდერლანდელების წინააღმდეგ ომში. რიგითი ჯარისკაცის როლში გამოიჩინა დიდი სიმამაცე, არაჩვეულებრივი ღვთისმოსავობა და ერთგულება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1 2 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #117384224 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  3. SNAC — 2010.
  4. Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  5. Národní autority České republiky