შინაარსზე გადასვლა

კავკასიის კალენდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კავკასიის კალენდარი
ტიპი: ყოველწლიური ალმანახი
გამომცემელი: ამიერკავკასიის ტერიტორიის მთავარი სამმართველოს სტამბა
დაარსდა: 1845
ენა: რუსული
შეწყვიტა გამოცემა: 1916
სათავო ოფისი: ტფილისი, რუსეთის იმპერია

„კავკასიის კალენდარი“ (რუს. Кавказский календарь) — ყოველწლიური ალმანახი რუსეთის იმპერიაში. გამოიცემოდა ტფილისში 1845-1916 წლებში. ეს იყო პირველი სერიული საცნობარო წიგნი კავკასიაზე. გამოდიოდა წელიწადში ერთხელ.

„კავკასიის კალენდრის“ პირველი ნომერი 1845 წელს გამოსცა ამიერკავკასიის ტერიტორიის მთავარი სამმართველოს სტამბამ.

„კავკასიის კალენდარში“ თავმოყრილი იყო ეთნოგრაფიული და ისტორიული მასალების დიდი რაოდენობა. განიხილებოდა სახალხო განათლების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების საკითხები, თავსდებოდა ინფორმაცია კავკასიელი ხალხების წეს-ჩვეულებების, მათი რელიგიების შესახებ და ა.შ. გარდა ამისა, არსებობდა განყოფილება „ქრონოლოგიური ცნობა“, რომელიც უძველესი დროიდან კავკასიის ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღების ქრონოლოგიურ სიას შეიცავდა. გამოცემაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სტატისტიკურ (მათ შორის, რეგიონის მოსახლეობის მონაცემებს), საცნობარო და მისამართით ინფორმაციას კავკასიის რეგიონის, მათ შორის დაღესტნის, ყუბანისა და თერგის რეგიონების, ასევე შავი ზღვისა და სტავროპოლის გუბერნიების შესახებ.[1]

„კავკასიის კალენდარი“ მოსახლეობის დიდი ინტერესით სარგებლობდა. როგორც გაზეთ „კავკაზის“ კორესპონდენტი აღნიშნავს, — „ხალხი ყოველწლიურად მოუთმენლად ელის მომდევნო „კავკასიის კალენდარს“.

იგი ასევე გამოიყენებოდა, როგორც გზამკვლევი და არსებითი საცნობარო წიგნი კავკასიაში გაგზავნილი მოგზაურების, მკვლევარების და სხვა პირებისთვის.

„კავკასიის კალენდრის“ ბოლო გამოცემა 1916 წელს გამოვიდა.

სხვადასხვა დროს „კავკასიის კალენდრის“ რედაქტორები იყვნენ:

  • კ. ა.ზადოლინნი (1867-1868),
  • ნ. კ. სეიდლიცი (1869) — კავკასიის სტატისტიკური კომიტეტის მთავარი რედაქტორი,
  • ე. ი. კონდრატენკო (1885-1904) — სტატისტიკური კომიტეტის სტატისტიკური განყოფილების უფროსი რედაქტორი, კოლეჟსკი (1891 წლიდან — სტატსკი) სოვეტნიკი,
  • დ. დ. პაგირევი (1905-1907) — სტატისტიკური განყოფილების უფროსი რედაქტორი,
  • ვ. ვ. სტრატონოვი (1908-1909) — ოფისის ვიცე-დირექტორი,
  • ა. ა. ელზენგერი (1912-1914),
  • ნ. პ. სტელმაშჩუკი (1912-1916).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Кавказские календари. На сайте «Донской государственной публичной библиотеки». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-27.