შავი ზღვის გუბერნია
შავი ზღვის გუბერნია რუს. Черноморская губерния გუბერნია | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
![]() შავი ზღვის გუბერნია კავკასიის სამეფისნაცვლოს შემადგენლობაში. 1917 წელი | |||||||
![]() შავი ზღვის გუბერნია 1896-1920 წლებში | |||||||
დედაქალაქი | ნოვოროსიისკი | ||||||
ფართობი | 7 346 კმ² | ||||||
მოსახლეობა | 57 478 (1897) | ||||||
შავი ზღვის გუბერნია (რუს. Черноморская губерния; 23 მაისი (4 ივნისი), 1896 — 11 მაისი, 1920) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 1896-1918 წლებში. ადმინისტრაციული ცენტრი — ნოვოროსიისკი.
შავი ზღვის გუბერნია იყოფოდა სამ ოკრუგად: ნოვოროსიისკის ოკრუგი, ტუაფსეს ოკრუგი და სოჭის ოკრუგი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1896 წლის 23 მაისს (4 ივნისს) უმაღლესი ბრძანებულებით შავი ზღვის ოკრუგის ბაზაზე შეიქმნა შავი ზღვის გუბერნია.[1]
დროებითი მთავრობის პერიოდი
(23 თებერვალი, 1917-13 მარტი, 1918)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1917 წელს თებერვლის რევოლუციის შედეგად ნიკოლოზ II გადადგა, ხოლო ხელისუფლება დროებითმა მთავრობამ გადაიბარა. ადგილებზე პასუხისმგებელ პირებად დაინიშნენ რუსეთის იმპერიის IV მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს შესაბამისი რეგიონის დეპუტატები. შავი ზღვის გუბერნიიდან IV მოწვევის დეპუტატი იყო ნ. ნიკოლაევი, რომელსაც გუბერნიის კომისრობა 1917 წლის 26 მარტს ოფიციალურად გადაეცა.
შავი ზღვის გუბერნიის გასაბჭოება არ იყო ერთგვარი. ზოგიერთ ადგილას აქ ორმაგი ხელისუფლების „კლასიკური“ მოდელი დაფიქსირდა, ზოგიერთ ქალაქში კი, მაგალითად, გელენჯიკში, საბჭოთა ხელისუფლება ერთპიროვნულად დომინირებდა. 18 მაისს ნოვოროსიისკში ერთდროულად ორი ყრილობა გაიხსნა: სახალხო კომიტეტთა წარმომადგენლების ყრილობა და მუშათა, ჯარისკაცთა და გლეხთა დეპუტატთა ყრილობა. მუშაობის მსვლელობისას ყრილობები გაერთიანდნენ და აირჩიეს შავი ზღვის გუბერნიის აღმასრულებელი კომიტეტი. ბოლშევიკების გავლენით, ყრილობის დელეგატებმა მოითხოვეს ძალაუფლების აღმასრულებელი კომიტეტისა და მისი კომისარიატისთვის გადაცემა, ამავდროულად უნდობლობა გამოუცხადეს დროებითი მთავრობის კომისარს, კადეტ ნ. ნიკოლაევს. 11 ივლისს ნიკოლაევი გადადგა, ხოლო დროებითი მთავრობის ახალმა კომისარმა, ნ. დოლგოპოლოვმა შეთანხმებას მიაღწია სოციალისტ-რევოლუციონერ-მენშევიკების საგუბერნიო აღმასრულებელი კომიტეტის კომისარიატთან.[2]
გასაბჭოების პერიოდი
(13 მარტი-6 ივლისი, 1918)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1917 წლის 25 ნოემბრიდან დაიწყო გუბერნიის ოკრუგების ეტაპობრივი გასაბჭოება. 1918 წლის 13 მარტს საბჭოების საგანგებო ყრილობაზე გამოცხადდა შავი ზღვის საბჭოთა რესპუბლიკა. 1918 წლის 30 მაისს, ყუბანის საბჭოთა რესპუბლიკასთან ერთად გაერთიანდა ყუბან-შავი ზღვის საბჭოთა რესპუბლიკაში.
სოჭის კონფლიქტი
(დეკემბერი, 1918-მაისი, 1919)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1918 წელს ნაწილობრივ იქნა დაკავებული ამიერკავკასიის ჯარების მიერ.
შავი ზღვის გუბერნიის ადმინისტრაცია
(26 აგვისტო, 1918-11 მაისი, 1920)
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1918 წლის 26 აგვისტოდან ქ. ნოვოროსიისკი გადავიდა დენიკინის მოხალისეთა არმიის დაქვემდებარებაში. დანიშნული იყო შავი ზღვის გუბერნიის ადმინისტრაცია, რომელიც ფუნქციონირებდა 1920 წლის მარტამდე.
გუბერნიის საბოლოო გასაბჭოება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1920 წლის 11 მაისს გუბერნია შევიდა რსფსრ-ის ყუბან-შავი ზღვის ოლქში შავი ზღვის ოკრუგის სახით[3].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ЧЕРНОМОРСКАЯ ГУБЕРНИЯ
- ЭСБЕ:Черноморская губерния
- Карта Кубанской области и близких к ней Черноморской губернии и части Сухумского округа, 1902 год დაარქივებული 2012-06-14 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Полное собрание законов Российской империи, собрание 3-ое (1881-1913), т. XVI, указ 12995, ст. 486-490
- ↑ Революция и Гражданская война на Кубани. Трагедия кубанского казачества.
- ↑ Основные административно-территориальные преобразования на Кубани (1793—1985 гг.) / Сост.: А. С. Азаренкова, И. Ю. Бондарь, Н.С. Вертышева. — Краснодар: Краснодарское кн. изд-во, 1986. — 394 с.