შინაარსზე გადასვლა

კაბუზთის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაბუზთის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბუზთაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

გეგმით ოთხკუთხა კოშკი ნაგებია ფლეთილი ქვით კირის დუღაბზე. შემორჩენილია ხუთი სართულის დონე. პირველ სართულზე მიწა და ქვაა ჩაყრილი. აღმოსავლეთ კედელში მეორე სართულის დონეზე გაჭრილია შეისრულთაღოვანი კარი. შემორჩა რამდენიმე სათოფური. კოშკის გარშემო იკითხება ნაგებობათა კვალი.

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004