კაბიმასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კაბიმასი
Cabimas
დროშა გერბი

ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
შტატი სულია
კოორდინატები 10°24′00″ ჩ. გ. 71°27′00″ დ. გ. / 10.40000° ჩ. გ. 71.45000° დ. გ. / 10.40000; -71.45000
დაარსდა 1758 წ
ფართობი 862 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3
მოსახლეობა 268 006 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 443,7 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 264
საფოსტო ინდექსი 4013
ოფიციალური საიტი alcaldias.com/cabimas
კაბიმასი — ვენესუელა
კაბიმასი

კაბიმასი (ესპ. Cabimas) — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ ვენესუელაში, სულიას შტატში. მდებარეობს მარაკაიბოს ტბის სანაპიროზე. 2007 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 268 006 ადამიანს შეადგენს.

1900-იან წლებამდე, ცნობილი იყო რომ ვენესუელა ფლობდა კომერციული რაოდენობის ნავთობს. ერთ-ერთი უმთავრესი აღმოჩენა იყო „სუმაკე 1“-ის საბადო 1914 წელს,[1] მანე-გრანდეს არეალში, კაბიმასიდან 80 კმ-ით სამხრეთ-აღმოსავლეთით. 1922 წელს ქალაქში გაბურღეს საბადო „ბაროსო 2“,[2] რითაც ვენესუელის თანამედროვე ისტორიაში ნავთობის უდიდესი საბადოს ფუნქციონირება დაიწყო.

კაბიმასი დღემდე რჩება ქვეყნის მნიშვნელოვან ნავთობგადამამუშავებლად, რომელიც აქ ქვეყნის უდიდესი — მარაკაიბოს ტბის გარშემო ტერიტორიებიდან და ფსკერზე არსებული საბადოებიდან შემოდის. ასევე იზრდება სხვა საბადოების მნიშვნელობაც, რომლებიც ძირითადად ვენესუელის აღმოსავლეთშია განლაგებული.

კაბიმასი 1758 წელს ცისტერიენელმა ბერებმა დააარსეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://es.wikipedia.org/wiki/Municipio_Baralt_(Zulia,_Venezuela) (Spanish)
  2. The Royal Dutch ­ Shell Group of Companies in Venezuela, 1913-1922. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-10-13. ციტირების თარიღი: 2011-10-10.