კაასაპა
იერსახე
ქალაქი | |||
---|---|---|---|
კაასაპა Caazapá | |||
| |||
ქვეყანა | პარაგვაი | ||
დეპარტამენტი | კაასაპა | ||
კოორდინატები | 26°12′00″ ს. გ. 56°22′48″ დ. გ. / 26.20000° ს. გ. 56.38000° დ. გ. | ||
დაარსდა | 1607 | ||
ფართობი | 944 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 155 მ | ||
ოფიციალური ენა | ესპანური ენა და გუარანის ენა | ||
მოსახლეობა | 23 996 კაცი (2008) | ||
სიმჭიდროვე | 25 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC-4, ზაფხულში UTC-3 | ||
სატელეფონო კოდი | 0542 | ||
საფოსტო ინდექსი | 060101–060119[1] | ||
კაასაპა (ესპ. Caazapá) — ქალაქი პარაგვაიში, კაასაპის დეპარტამენტის დედაქალაქი. 1607 წელს დააარსა მღვდელმა ლუის დე ბოლანიოსმა. სახელი კაასაპა მომდინარეობს გუარანის ენიდან და ნიშნავს „ტყის შემდეგ“, რადგან ადგილობრივებს სწამდათ, რომ ტყის იქით, ლუის დე ბოლანიოსის თანდასწრებით, ღმერთმა მიწიდან წყალი ამოადინა.
1989 წელს, პრეზიდენტ ანდრეს როდრიგესის მთავრობამ ქალაქი კაასაპა კაასაპის დეპარტამენტის ახალ დედაქალაქად გამოაცხადა.
კაასაპა მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და ინდუსტრიული ცენტრია. აწარმოებენ თაფლს, სახამებელსა და შაქარს.
2008 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 23 996 ადამიანს შეადგენს.