შინაარსზე გადასვლა

კაამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაამა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ოჯახი:  ძროხისებრნი
გვარი:  ბუბალი
სახეობა:  კაამა
ლათინური სახელი
Alcelaphus caama (E. Geoffroy, 1803)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 814
გავრცელება

კაამა (ლათ. Alcelaphus caama) — წყვილჩლიქოსანი ძუძუმწოვარი ძროხისებრი ანტილოპების ქვეოჯახისა. მიეკუთვნება ბუბალების (ძროხისებრი ანტილოპების) გვარს. სხეულის სიგრძე 230 სმ-მდეა, იწონის 250 კგ-ს. მოხდენილი ტანის წვრილფეხა ცხოველია, რქები (მამლისაც და დედლისაც) მოკლე და ორ ადგილას გადაღუნულია; კუდი სიგრძეში დაახლოებით 30 სმ-ია, შემოსილია გრძელი თმებით, ბოლოში ფუნჯის გარეშე. შეფერილია კაშკაშა წითურად, უკან თეთრი ლაქა აქვს („სავარცხელი“), თავი, ფეხები, კუდი და ბარკლები ნაწილობრივ შავია. გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში. ბინადრობს სავანებში. ქმის 5–10-სულიან ჯოგებს. იკვებება ბალახითა და ფოთლებით. ნადირობის ობიექტია, იყენებენ მის ტყავსა და ხორცს. ბევრ ადგილას ძლიერ მოისპო.

ზოგიერთი წყარო მას ძროხისებრი ანტილოპის ქვესახეობად განიხილავს (Alcelaphus buselaphus caama).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]