ბუბალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბუბალი
Alcelaphus caama.jpg
კაამა (Alcelaphus caama)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Alcelaphus (Blainville, 1816)

ბუბალი, ძროხისებრი ანტილოპა (ლათ. Alcelaphus) — წყვილჩლიქოსანთა გვარი. გნუებთან და ბლესბოკებთან ერთად გაერთიანებულია ძროხისებრი ანტილოპების ქვეოჯახში. სიმაღლე მხრებში 110–130 სმ, მინდაო ძალიან მაღალია, ზურგი უკან არის დახრილი, თავი წაგრძელებულია; მამალსაც და დედალსაც აქვს ორ ადგილას მოხრილი და რგოლისებური შესქელებებით დაფარული რქები. სხეული შეფერილია მოწითალო-ყავისფრად. თავსა და ფეხებზე ზოგჯერ აქვთ მუქი ლაქები. გვარში 3 სახეობაა. გავრცელებული არიან აფრიკის სავანებსა და ნახევარუდაბნოებში. რამდენიმე ადგილას ძალიან მცირერიცხოვანი ან სრულიად გამქრალები არიან. შეუძლიათ სწრაფად სირბილი; ძალიან ამტანები არიან. ახასიათებთ საერთო ჯოგები გაზელებთან, ზებრებთან, სირაქლემებთან. ნადირობის ობიექტებია, იყენებენ მათ ხორცსა და ტყავს.

ადრე მოიცავდა უფრო მეტ სახეობას. ზოგიერთი წყაროს თანახმად, გვარში მხოლოდ ერთი სახეობაა (Alcelaphus buselaphus) და დანარჩენი სახეობები მის ქვესახეობად არის განხილული.[1]

სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wilson, D.E.; Reeder, D.M., eds. (2005). Mammal Species of the World: A Taxonomic and Geographic Reference (3rd ed.). Johns Hopkins University Press. ISBN 978-0-8018-8221-0. OCLC 62265494.