იუნის ნიუტონ ფუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იუნის ნიუტონ ფუტი

იუნის ნიუტონ ფუტის პასპორტის გვერდი
დაბადების თარიღი 17 ივლისი, 1819
გოშენი, კონექტიკუტი
გარდაცვალების თარიღი 30 სექტემბერი, 1888 (69 წლის)
ლენოქსი, მასაჩუსეტსი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მეცნიერი, ფიზიკოსი, კლიმატოლოგი, გამომგონებელი, ქალთა უფლებების დამცველი
მეუღლე(ები) ელიშა ფუტი
შვილ(ებ)ი ქალიშვილები: მერი და ავგუსტა

იუნის ნიუტონ ფუტი (ინგლ. Eunice Newton Foote (დაბ. იუნის ნიუტონი)) — ამერიკელი მეცნიერი, გამომგონებელი და ქალთა უფლებების დამცველი.[1]

იუნის ნიუტონი დაიბადა გოშენში, კონექტიკუტის შტატში, ფერმერისა და მეწარმის ცნობილი ინგლისელი მეცნიერის ისააკ ნიუტონის შორეული ნათესავის ისააკ ნიუტონ უმცროსის ოჯახში.

1836 წლიდან 1838 წლამდე სწავლობდა ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ პირველ ქალთა საგანმანათლებლო დაწესებულებაში — ტროის ქალთა სემინარიაში, რომელიც დააარსა ფემინისტმა ემა უილარდმა სემინარიის სტუდენტებს ასევე საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ სამეცნიერო კურსებს რენსელერის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სკოლაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქალთა განათლების ადვოკატი ამოს იტონი .[2]

1841 წელს იგი ცოლად გაჰყვა ადვოკატ ელიშ ფუტს (შემდგომში — მოსამართლე, პატენტის სამართლის სპეციალისტი, აშშ-ს საპატენტო ოფისის ხელმძღვანელი და გამომგონებელი). წყვილს შეეძინა ორი ქალიშვილი: მერი — შემდგომში ცნობილი ქალთა უფლებების დამცველი და ავგუსტა, მომავალი მწერალი.

იუნის ნიუტონ ფუტის მეზობელი იყო „ გრძნობათა დეკლარაციის“ (ინგლ.Declaration Sentiments — დოკუმენტი, რომელიც მიღებული იყო ქალთა უფლებების პირველი კონფერენციის მიერ და რომელიც აცხადებდა ქალთა მოძრაობას და ქალთა ფუნდამენტურ უფლებებს) მთავარი ავტორი ელისაბედ კედი სტენტონი, რომელთანაც მეგობრობდა.[3]

იუნის ფუტი იყო დეკლარაციის ერთ-ერთი რედაქტორი და ერთ-ერთი იმ 68 ქალიდან, ვინც ხელი მოაწერა „გრძნობათა დეკლარაციას.“

სამეცნიერო ექსპერიმენტების დროს, რომელიც იუნის ნიუტონ ფუტმა ჩაატარა სახლში, მან აღმოაჩინა კავშირი ჰაერში ნახშირორჟანგის პროპორციის ზომასა და ჰაერის ტემპერატურის ცვლილების სიჩქარეს შორის. ამ კავშირს მოგვიანებით სათბურის ეფექტი ეწოდა. კერძოდ, ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს დადგინდა, რომ ჭურჭელი ნახშირორჟანგის შემცველობით მზის სხივების ქვეშ უფრო ძლიერად თბება და უფრო მეტხანს ინარჩუნებს სითბოს, ვიდრე ჭურჭელი ჩვეულებრივი ჰაერით. იუნის ნიუტონ ფუტის ნაშრომი 1856 წლის 23 აგვისტოს, მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის ყოველწლიურ შეხვედრაზე წაიკითხა სმიტსონის ინსტიტუტის პირველმა მდივანმა, ფიზიკოსმა ჯოზეფ ჰენრიმ . სტატია გამოქვეყნდა American Journal of Science and Art- ში და ნახსენები იყო რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციაში.[4]

1859 წელს ბრიტანელმა ფიზიკოსმა ჯონ ტინდალმა გამოაქვეყნა სტატია ლონდონის სამეფო საზოგადოების ჟურნალში ექსპერიმენტების შესახებ, რომლის შედეგადაც მივიდა მსგავს დასკვნამდე.

იუნის ნიუტონ ფუტი ფართო საზოგადოებისთვის 2011 წელს გახდა ცნობილი ჟურნალისტ რაიმონდ სორენსონის მიერ ჩატარებული სამუშაოს წყალობით, რომელმაც მის შესახებ მასალა გამოაქვეყნა ჟურნალში Oil-Industry History. მოგვიანებით მან გამოაქვეყნა ბიოგრაფიული წიგნი იუნის ნიუტონ ფუტის შესახებ. წიგნი დაფუძნებულია სხვადასხვა წყაროების მონაცემებსა და პირად მიმოწერაზე.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Darby, Megan (September 2, 2016). "Meet the Woman Who First Identified the Greenhouse Effect". Climate Home News. Broadstairs, Kent: Climate Change News Ltd. Archived from the original on April 24, 2022. Retrieved July 13, 2022
  2. Leonard, Ermina Newton (1915). Newton Genealogy, Genealogical, Biographical, Historical, Being a Record of the Descendants of Richard Newton of Sudbury and Marlborough, Massachusetts 1638, with Genealogies of Families Descended from the Immigrants, Rev. Roger Newton of Milford, Connecticut, Thomas Newton of Fairfield, Connecticut, Matthew Newton of Stonington, Connecticut, Newtons of Virginia, Newtons Near Boston. De Pere, Wisconsin: Bernard Ammidown Leonard. OCLC 1723979.
  3. Brockell, Gillian (November 17, 2021). "Did the 'Father of Climate Science' Steal His Discovery From Eunice Newton Foote?". The Washington Post. Washington, D.C. Archived from the original on November 17, 2021. Retrieved July 7, 2022.
  4. Arnold, Lois Barber (1984). "6. Eunice Foot and Others". Four Lives in Science: Women's Education in the Nineteenth Century. New York, New York: Schocken Books. pp. 125–137. ISBN 978-0-8052-3865-5.