ჯოზეფ ჰენრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯოზეფ ჰენრი
ინგლ. Joseph Henry

დაბ. თარიღი 17 დეკემბერი, 1797(1797-12-17)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7]
დაბ. ადგილი ოლბანი[8]
გარდ. თარიღი 13 მაისი, 1878(1878-05-13)[1] [2] [3] [4] [6] [7] (80 წლის)
გარდ. ადგილი ვაშინგტონი[8]
დასაფლავებულია ოუკ-ჰილის სასაფლაო[9]
მოქალაქეობა აშშ
საქმიანობა ფიზიკოსი, უნივერსიტეტის პროფესორი, ინჟინერი, მეტეოროლოგი და ხელოვნებათმცოდნე[10]
მუშაობის ადგილი პრინსტონის უნივერსიტეტი და ვაშინგტონის სმითსონის ინსტიტუტი
ალმა-მატერი ოლბანის აკადემია
ჯილდოები ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი
ხელმოწერა

ჯოზეფ ჰენრი (ინგლ. Joseph Henry; დ. 17 დეკემბერი, 1797 — გ. 13 მაისი, 1878) — ამერიკელი მეცნიერი. მან მკაცრი მსჯელობითა და ექსპერიმენტით დაამტკიცა, რომ მაგნიტიზმი შეიძლება იყოს ელექტრული დენის მიღების წყარო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯოზეფ ჰენრი დაიბადა 1797 წლის 17 დეკემბეს ქალაქ ოლბანში (აშშ). იგი დიდ სიღარიბეში იზრდებოდა. იგი იყო მეოცნებე ბიჭუნა, რომელმაც კითხვაც ძლივს იცოდა, ჯერ მოჯამაგირედ იდგა ფერმაში, ხოლო შემდგომ დუქანში შეგირდად. ერთხელ, ცამეტი წლის ასაკში, როცა ის კურდღელს მისდევდა მიწისქვეშა გასასვლელით მოხვდა ეკლესიის ჩაკეტილ ოთახში, სადაც უნიკალური წიგნსაცავი იყო. ჰენრის დაავიწყდა კურდღელი და დიდი ინტერესით შეუდგა წიგნების კითხვას. ერთხელ ავადმყოფობისას, სრულიად შემთხვევით გადაშალა წიგნი, რომელიც სხვა მდგმურს დარჩენოდა. წლების განმავლობაში მან ზეპირად იცოდა როგორ იწყებოდა ამ წიგნის პირველი გვერდი: „თქვენ ისვრით ქვას ან ისარს ცაში, რატომ არ მიფრინავენ ისინი განუწყვეტლივ იმ მიმართულებით, რომლითაც გაისროლეთ? ან ალი და ბოლი რატომ მიისწრაფვის ყოველთვის მაღლა, თუმცა არავითარი ძალის გავლენით არ ხდება მათი ამ მიმართულებით გაგზავნა?“ ამის შემდგომ მან გადაწყვიტა გამხდარიყო ფიზიკოსი. თუმცა მან ცხვორების ამ პერიოდში საჭირო საგანში არაფერი იცოდა. სწორედ ამიტომ ჰენრი მივიდა ოლაბანის აკადემიაში და განაცხადა, რომ სურდა სტუდენტობა. იგი თავისი ნიჭის გამო მიიღეს უნივერსიტეტში. შვიდი თვის განმავლობაში საღამოს ლექციების მოსმენითა და მეცადინეობით მან იმდენი ცოდნა შეიძინა, რომ სოფლის სკოლაში მასწავლებლის უფლებაც კი მოიპოვა. ახლა უკვე საშუალება ეძლეოდა გაეგრძელებინა სწავლა. მის ასეთ ცხოვრების სტილს დღეში 16 საათი მიჰქონდა, თუმცა იგი ამით კმაყოფილი იყო. შემდეგ მან მიატოვა სამსახური და მოეწყო პროფესორ ბეკთან დამხმარეთ. იგი ლექციების მსვლელობის დროს ცდებს აკეთებდა. ასეთ ცდებში მან შესამიშნავი ექსპერიმენტატორის ჩვევები შეიძინა. სწავლის დამთავრებიდან ცოტახანში მას შესთავაზეს ფიზიკისა და მათემატიკის პროფესორის თანამდებობა ოლბანში, რაზეც თანხმობა განაცხადა. 1826 წელს ჰენრი ოლბანში ჩავიდა. სრული დატვირთვის მუშაობის დროსაც კი ჰენრი განაგრძობდა მეცნიერული სამუშაოების წარმოებას.

მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი რის კეთებასაც ჰენრიმ ხელი მიჰყო იყო ელექტრომაგნიტი. არაგოს ელექტრომაგნიტი მან ახალი კონსტრუქციით ააწყო და მიაღწია იმას, რომ ელექტრომაგნიტმა მოახერხა და სამი კილოგრამი ტვირთი ასწია. ერთხელ ჰენრიმ აუდიტორიაში შეძლო ელექტრომაგნიტის აწყობა, რომელმაც ასწია ერთი ტონა ტვირთი. თავისი ხელსაწყოს მოწყობილობა მან აღწერა ჟურნალ „ამერიკულ მეცნიერება“-ში, თუმცა საზღვარგარეთ ეს სტატია ვერავინ წაიკითხა.

ჰენრი პირველი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ცვლადი ელექტრული დენი ვერ მოგვცემდა მაგნიტური ველის მიღების საშUალებას. მან მავთულით შეკრა მუდმივი დენის წრედი და მასში მაგნიტი აამოძრავა. შემდეგმ მისი მეცნიერული კვლევა უფრო შორს წავიდა და დენის ცვლით მაგნიტური ველის რხევა მიიღო. ამ ველში მოთავსებული იყო მეორე გამტარი. ცვლადმა მაგნიტურმა ველმა ჰენრის დენი მისცა. ყველა ეს შრომა ჩატარებული იყო თავისუფალ თვეებში, ზაფხულობით, 1831 წლამდე. მას სურდა საკუთარი ნაშრომების დაბეჭვდა, მაგრამ ამას ვერ ახერხებდა. იგი სინანულით იხსენებდა მეგობრებთან

ვიკიციტატა
„„მე ეს ადრე უნდა დამებეჭდა. ისე ცოტა დრო მქონდა, რომ მინდოდა უკეთესი შედეგი მიმეღო. მე საიდან უნდა მცოდნოდა, რომ ადლატიკური ოკეანის გაღმა, ვიღაც სხვაც ამ პრობემით იყო დაინტერესებული?!““

1832 წელს ჰენრიმ სრული კრახი განიცადა. იგი დარწმუნებული იყო, რომ მრავალი წლით წინ წასწია მეცნიერება, მაგრამ მან სრულიად შემთხვევით გადაშალა ჟურნალი და წაიკითხა ორი სტატია, რომლებიც იტყობინებოდა, რომ სხვა მეცნიერებმა გაუსწრეს მას. სტატია დაბეჭდილი იყო შემდეგი რუბრიკით: „სამეფო საზოგადოების შრომები“. იგი ასე იწყებოდა: „17 თებერვალი. ბატონმა ფარადეიმ გააკეთა მოხსენება თავისი მეცნიერული შრომის პირველი ორი განყოფილებიდან - ელექტროობის სფეროში. სახელდობრ კი ელექტრულ და მაგნიტურ ინდუქციაზე“. ეს სტატია 1932 წელს დაიბეჭდა. ეს შედეგები ჰენრის ბევრად ადრე ჰქონდა მიღებული, მაგრამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მის დაბეჭვდაზე ხელი ჩაიქნია რადგან იფიქრა, რომ თავისი სტატიის დაბეჭვდას ახლა არანაირი აზრი არ ჰქონდა. ბოლოს ჰენრი შეუდგა თავის ყველა სტატიის ბეჭვდას, თუმცა მან აღიარება მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ჰპოვა.

პირველი ჰენრის სტატია დაიბეჭდა 1878 წლის ივლისში. იგი წიყებოდა მტკიცებით, რომ ერსტედის, ამპერის და არაგოს აღმოჩენების მიუხედავად, ვერცერთმა მოახერხა მაგნიტიზმის საშუალებით ელექტრული დენის მიღება. ჰენრი ამბობს:

ვიკიციტატა
„„უდიდესი სურვილით დავიწყე ცდების ჩატარება. იმავე დროს, მიზანი, რომელისკენაც ვიღწვოდი, მიღწეულ იქნა ბატონ ფარადეის მიერ სამეფო საზოგადოებაში““

. შემდეგ ნაწილში ჰენრი არჩევდა ფარადეის ნაშრომს და აღწერდა საკუთარ ცდებს. ამ ნაშრომში იგი ძალიან მოკლე, ირიბი, ორაზროვანი გამოთქმებით ამბობდა, რომ პირველი ის იყო. ჰენრი წერდა:

მე ვაკვირდებოდი გალვანომეტს და ჩემი სიგნალის შესაბამისად ასისტემნტმა მიუერთა ბატარეას ჩამრთველი. გალვანომეტრის შრდილოეთ ბოლო მობრუნდა 300-ით. ეს დენი აღიძრა იმ გამტარში, რომელიც არ იყო მიერთებული ბატარეასთან.. როდესაც ასისტენტმა დენით გამორთო, გალვანომეტრის ისარი დაუბრუნდა „0“ მდგომარეობას და ჩემდა გასოცრადმ შემდეგ გადაიხარა საწინააღმდეგო მხარეს.

ჰენრი თავის ბოლო ნაშრომებში აღნიშნავდა, რომ ელექტრომაგნიტური ველი ტალღური ბუნების იყო. 1646 წელს ჰენრი გახდა სმიტსონის ინსტიტუტის დირექტორი. 1668 წელს იგი აშშ-ს ეროვნულ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტია, ხოლო 1871 წელს მას ირჩევენ აშშ-ის ფილოსოფიური საზოგადოების პირველ პრეზიდენტად, ვაშინგტონში.

მას იცნობდნენ როგორც კეთილ, პატიოსან, შრომისმოყვარე და სიმართლისმოყვარე ადამიანს. იგი გარდაიცვალა 1878 წლის 13 მაისს ვაშინგტონში. ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში () ინდუქციურობისა და ურთიერთინდუქციურობის ერთეულს ჰენრი ეწოდა. იგი აღნიშნება: ქართულად „ჰ“ ხოლო ლათინურად „H“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 107-112, თბ., 1980.
  • Б. И. Спасский, История физики, ч. 2, М., 1964.
  • Ф. Розенбергер, История физики, ч. 2, вып. 2, М.-Л., 1935.
  • М. Уильсон, Американские физики, М., 1964.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
  3. 3.0 3.1 SNAC — 2010.
  4. 4.0 4.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  5. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  6. 6.0 6.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  7. 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ. — ISBN 978-953-6036-31-8
  8. 8.0 8.1 Генри Джозеф // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  9. Find a Grave — 1996.
  10. Dictionary of Art Historians