იულიუს ფონ კლაპროთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იულიუს ფონ კლაპროთი
დაბ. თარიღი 11 ოქტომბერი, 1783(1783-10-11)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი ბერლინი
გარდ. თარიღი 28 აგვისტო, 1835(1835-08-28)[2] [4] (51 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი
მოქალაქეობა  პრუსიის სამეფო
საქმიანობა აღმოსავლეთმცოდნე, მკვლევარი, მწერალი[5] და ისტორიკოსი
მამა მარტინ ჰაინრიხ კლაპროთი

იულიუს ფონ კლაპროთი ან ჰაინრიხ იულიუს ფონ კლაპროთი (გერმ. Heinrich Julius von Klaproth დ. 10 მაისი, 1783, ბელფასტი — გ. 22 იანვარი ,1835) — გერმანელი ლინგვისტ-ორიენტალისტი. მისი ნათესავი იყო გერმანელი გეოლოგი ოტო ვილჰელმ ჰერმან აბიხი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1804 წელს მიიწვია რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიამ კავკასიაში ფილოლოგიური, ეთნოგრაფიული და ისტორიული კვლევების ჩასატარებლად. 1905 წელს იმყოფებოდა ჩინეთში, სადაც დაუმეგობრდა იან პოტოცკის. 1807-09 წლებში იმყოფებოდა კავკასიაში, აქედან 6 თვე გაატარა საქართველოში. 1808 წლის 13 იანვარს ჩავიდა თბილისში, მოიარა არაგვის, თერგის, ლიახვის, მტკვრისა და იორის ხეობები, საქართველოს სამხედრო გზა. მოზდოკიდან ხელისუფლებისგან მალულად მოიარა დიდი და მცირე ყაბარდო და ჩავიდა რაჭაში ონამდე. თბილისის ქართული საზოგადოება ყოველნაირად ეხმარებოდა მას მეცნიერულ კვლევაში, რამაც გააღიზიანა მაშინდელი მთავარმართებელი ივან გუდოვიჩი. ივნისში კლაპროთი იძულებული გახდა დაეტოვებინა თბილისი. კლაპროთის ცნობით, თბილისის მოსახლეობა, რუსთა გარნიზონისა და ჩინოვნიკების გამოკლებით, 18000 სულს შეადგენდა. დახასიათებული აქვს წყალტუბოდა მისი მინერალური წყლები. კლაპროთი იოჰან გიულდენშტედტის შემდეგ მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე სწავლულ მოგზაურად. კლაპროთმა დაიწყო ქართული ენის გრამატიკის ბეჭდვა, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ დაასრულა [[მარი ბროსე]მ.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მოგზაურობა კავკასიასა და საქართველოში 1807 და 1808 წლებში (ჰალე, ბერლინი, 1812–1814)
  • აღმოსავლეთ კავკასიის გეოგრაფიულ-ისტორიული აღწერა (ვაიმარი, 1814)
  • კასპიისა და შავ ზღვრებს შორის მდებარე რუსული პროვინციების აღწერა (ვაიმარი, 1814)
  • Tableaux historiques de l'Asie (Paris, 1826)
  • Memoires relatifs a l'Asie (Paris, 1824–1828)
  • Tableau historique, geographique, ethnographique et politique de Caucase (Paris, 1827)
  • Vocabulaire et grammaire de la langue georgienne (Paris, 1827)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თოფურია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 544.
  • ჩიქობავა ა., „იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია“, თბილისი, 1965
  • Полиевктов М. А., Европейские путешественники по Кавказу 1800-1830 гг., Tб., 1946

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]