ისმეთ გირითლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისმეთ გირითლი
დაბ. თარიღი 17 აპრილი, 1924(1924-04-17)
დაბ. ადგილი ყირიმი, სსრკ
გარდ. თარიღი 3 თებერვალი, 2007(2007-02-03) (82 წლის)
გარდ. ადგილი სტამბოლი
მოქალაქეობა  თურქეთი
საქმიანობა უნივერსიტეტის პროფესორი და მწერალი
მუშაობის ადგილი სტამბოლის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი Kabataş Boys High School

ისმეთ გირითლი (დ. 17 აპრილი, 1924 — გ. 3 თებერვალი, 2007 ) — თურქი იურისტი და სამართლის პროფესორი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისმეთ გირითლი დაიბადა ყირიმში 1924 წლის 17 აპრილს. როდესაც დაწყებითი განათლება მიიღო, გაემგზავრა სტამბოლში და სწავლა კაბატასის საშუალო სკოლაში გააგრძელა. შემდეგ ჩაირიცხა სტამბოლის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და 1964 წელს გახდა ამავე ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის კათედრის პროფესორი. [2]

ისმეთ გირითლი იყო იმ კომისიის წევრი, რომელმაც მოამზადა 1961 წლის კონსტიტუცია. იგი აირჩიეს დამფუძნებელ საბჭოში ადვოკატურის წარმომადგენლის რანგში.

1971 და 1972 წლებში ვაშინგტონის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ატრებდა ლექციების კურსს კონკურენციის შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საბჭოთა კავშირს შორის ახლო აღმოსავლეთში . მან ინგლისურად დაწერა წიგნი "ზესახელმწიფოები ახლო აღმოსავლეთში", რომელიც გამოიცა ვუდრო ვილსონის საერთაშორისო მეცნიერების ცენტრის მხარდაჭერით და სახელმძღვანელოდ გამოიყენებოდა სტამბოლის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

ისმეთ გირითლი ასევე იყო თურქეთის სამაუწყებლო კომპანიის პირველი გამგეობის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1964-1968 წლებში. 1968 წლის იანვარში ისეთ გირითლი სათავეში ჩაუდგა პირველ სატელევიზიო მაუწყებლობას.[3]

ისმეთ გირითლი 1958-1959 წლებში კოლუმბიის სამართლის სკოლაში კითხულობდა ლექციებს მოწვეული პროფესორის რანგში, ხოლო 1968-1969 წლებში — კოლუმბიის უნივერსიტეტის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში.

მეცნიერმა გამოსცა სახელმძღვანელო „თურქეთის პოლიტიკური განვითარების ორმოცდაათი წელი 1919–1969 წწ“.

ისმეთ გირითლი იყო თურქეთის ეროვნული ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და თურქეთის დელეგაციის თავმჯდომარე გაერთიანებული ერების ორგანზაცაში, თურქეთის დელეგაციის კონსულტანტი.

1978-1979 წლებში, როგორც უფროსი მკვლევარი, გლაზგოს უნივერსიტეტში ატარებდა სემინარებს ნავთობის პოლიტიკის შესახებ.[4]

1982-დან 1991 წლამდე გირითლი იყო მარმარას უნივერსიტეტის სამაგისტრო სკოლის დირექტორატის წევრი და რადიოსა და ტელევიზიის უმაღლესი საბჭოს წევრი, ასევე იყო ქემალ ათათურქის სახელობის კულტურის, ენისა და ისტორიის უმაღლესი სააგენტოს უფროსი წევრი. 1976 წელს იგი აირჩიეს მექსიკის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში.

1985 წელს გირითლი გახდა საფრანგეთის პალმების ორდენის კავალერი და მიიღო შევალიეს წოდება. 1999 წლიდან არის სტამბულის კულტურის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორი.

ისმეთ გირითლი, რომელმაც გამოაქვეყნა 50-ზე მეტი წიგნი და მრავალი სტატია, საუბრობდა ინგლისურ, რუსულ და ფრანგულ ენებზე.

2006 წელს მეცნიერს დაუსვეს პანკრეასის თავის სიმსივნის დიაგნოზი. იგი დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა დედაქალაქის საავადმყოფოში. სიცოცხლის ბოლო 15 დღე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა. გარდაიცვალა 2007 წლის 3 მაისს 82 წლის ასაკში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "TBMM Albümü 4. Cilt (1960-1983)" (PDF). TBMM Basın ve Halkla İlişkiler Müdürlüğü. 21 Ocak 2016 tarihinde kaynağından (PDF) arşivlendi. Erişim tarihi: 9 Kasım 2021. (თურქ.)
  2. dergipark.gov.tr. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-23. ციტირების თარიღი: 2020-06-07
  3. "Arşivlenmiş kopya". 23 Ocak 2018 tarihinde kaynağından arşivlendi. Erişim tarihi: 22 Ocak 2018. (თურქ.)
  4. İsmet Giritli'nin biyografisi (hukuk.iku.edu.tr) (თურქ.)