შინაარსზე გადასვლა

ისლანდიური დამწერლობა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თანამედროვე ისლანდიური ანბანი შედგება 32 ასოსგან:

მთავრული
AÁBDÐEÉFGHIÍJKLMNOÓPRSTUÚVXYÝÞÆÖ
მინუსკული
aábdðeéfghiíjklmnoóprstuúvxyýþæö
θorn
ისლანდიური ხელნაწერი.

დაფუძნებულია ლათინურ ანბანზე დიაკრიტიკებით, Ðð [eð]ი და რუნული Þþ [θorn]ი დამატებით. Ææ და Öö ითვლება ჩვეულებრივ ასოებად და არა დიაკრიტიკებად.

ხშირად, ხელით წერისას, გლიფები მარტივდება, მაგ: æ-ს წერენ ae-დ.

თანამედროვე ისლანდიური ანბანის სტანდარტი ჩამოყალიბდა XIX ს-ში დანიელ ლინგვისტ რასმუს რასკის მიერ. ის ეყრდნობა XII ს-ში უცნობი ავტორის მიერ შექმნილი პირველი გრამატიკული ტრაქტატის ორთოგრაფიულ სტანდარტებს. სტანდარტი განკუთვნილი იყო საერთო სკანდინავიური ენისთვის, იგივე ძველი ნორვეგიული.

ანბანის ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც ჩამოყალიბდა ძველ ტრაქტატში:

  • მახვილის ხმარება (ორიგინალურად, ხმოვნის სიგრძის ანიშვნისთვის).
  • þ-ს გამოყენება.

რასმუს რასკის მოგვიანო სტანდარტი ძირითადად იყო ძველი ტრაქტატის რე-ანონიზირება მცირე ცვლილებებით, c-ს ნაცვლად k-ს უფრო ექსკლუზიურად ხმარება. ð-ს მსგავს გამოსახულებებს მოგვიანო საუკუნეებში იშვიათად ვხვდებით.

გვიანი XX ს-ის ასანიშნავი ცვლილებებია é-ს შემოღება je-ს ნაცვლად და 1973-ში z-ს შემოღება.

ასოთა სახელებია:

ასო სახელი IPA წარმოთქმა
Aaa[a]
Ááá[au̯]აუ
Bb[pjɛ]
Dd[tjɛ]
Ðð[ɛð̠]რბილი ზ
Eee[ɛ][მოკლე] ე
Ééé[jɛ]ჲე
Ffeff[ɛfː]
Gg[cɛ]გ/კ
Hh[hau̯]
Iii[ɪ][მოკლე] ი
Ííí[i][მოგრძო] ი
Jjjoð[jɔð̠]
Kk[kʰau̯]
Llell[ɛtl̥]ლ (ქართულისგან განსხვავებით, არც ისე მაგარი)
Mmemm[ɛmː]
Nnenn[ɛnː]
Ooo[ɔ]ო (ჩვეულებრივზე უკან)
Óóó[ou̯]ოუ
Pp[pʰjɛ]
Rrerr[ɛr]რ (ჩვეულებრივზე ოდნავ მაგარი)
Ssess[ɛs]
Tt[tʰjɛ]
Uuu[ʏ]უ (უფრო დამრგვალებული და მოკლე)
Úúú[u]
Vvvaff[vafː]ვ/ჶ
Xxex[ɛxs]გერმანულ „ch“-ს მსგავსად ს-ს დამატებით
Yyypsilon y[ʏfsɪlɔn ɪ]იგივე რაც „i“
Ýýypsilon ý[ʏfsɪlɔn i]იგივე რაც „í“
Þþþorn[θ̠ɔrn̥]რბილი ს
Æææ[ai̯]აჲ
Ööö[œ]ე, წარმოთქმისას პირი უნდა იყოს მომრგვალებული
ასო სახელი IPA წარმოთქმა
Zzseta[sɛta]

ასოთა გამოყენების სიხშირე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ასო სიხშირე
n9.395%
a9.395%
i8.563%
r8.543%
e6.369%
s5.434%
ð5.013%
t4.872%
u4.766%
g4.299%
l3.891%
m3.365%
k3.115%
f2.582%
h2.266%
v2.223%
o2.019%
þ1.592%
á1.549%
b1.365%
í1.338%

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]