ისა პლიევი
ისა ალექსანდროვიჩ პლიევი (ოს. Плиты Алыксандры фырт Иссæ; რუს. Исса Александрович Плиев; დ. 25 ნოემბერი, 1903 — გ. 2 თებერვალი, 1979) — საბჭოთა კავშირის სამხედრო მეთაური, არმიის გენერალი (1962), საბჭოთა კავშირის ორგზის გმირი (1944 წლის 16 აპრილი და 1945 წლის 8 სექტემბერი), მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის გმირი (1971).
მეორე მსოფლიო ომის დროს პლიევი ხელმძღვანელობდა არაერთ მექანიზებულ კავალერიის ერთეულს. სამხედრო ისტორიკოსები, დევიდ გლანცი და ჯონათან ჰაუსი პლიევს შემდეგნაირად აღწერდნენ: „არახერსაყრელ რელიეფზე საკავალერიო ოპერაციების დიდებული პრაქტიკოსი“. პლიევი დასავლეთში ცნობილი გახდა კუბის სარაკეტო კრიზისში მონაწილეობით.
ადრეული წლები და კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისა ალექსანდროვიჩ პლიევი დაიბადა 1903 წლის 25 ნოემბერს, რუსეთის იმპერიაში, ამჟამინდელი ჩრდილოეთ ოსეთის რეგიონში, პრავობერეჟნის რაიონში. წითელ არმიაში მისი სამხედრო კარიერა 1922 წელს დაიწყო. 1926 წელს ლენინგრადის კავალერიის სკოლა დაამთავრა, 1933 წელს კი ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია, შემდეგ კი საბჭოთა გენერალური პერსონალის აკადემია. 1926 წელს შეუერთდა კომუნისტურ პარტიას.[1]
მეორე მსოფლიო ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის ჩართვისას პლიევი 50-ე კავალერიის დივიზიას ხელმძღვანელობდა (შემდეგში გვარდიის მესამე კავალერიის დივიზია). მისი ერთეული მოსკოვისა და სტალინგრადის ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას. შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ ბრეჟნეგოვატაია-სნიგირევკას ოპერაციის დროს, როგორც უკრაინის მესამე ფრონტის ნაწილი, არმიის გენერლის, როდიონ რასკოლნიკოვის ხელმძღანელობით პლიევი მეთაურობდა მექანიზებულ კავალერიის ჯგუფს, რომელიც გვარდიის მეოთხე კავალერიის დივიზიისა და მეოთხე მექანიზებული დივიზიისგან შედგებოდა.[2]
1944 წლის ზაფხულში, ოპერაცია ბაგრატიონის დროს, ბელარუსიის პირველ ფრონტზე პლიევის მექანიზებული კავალერიის ჯგუფი სლუტსკის შეეჯახა.[3] გლანცისა და ჰაუსის მიხედვით, ერთეულმა წარმატებით შეძლო ოპერაციული გარღვევის განხორციელება.[4] 1944 წლის შემოდგომაზე პ[ლიევი დებრეცენის ბრძოლის დროს ორი დივიზიისგან შემდგარ მექანიზებულ კავალერიას მეთაურობდა.
მეორე მსოფლიო ომი პლიევმა საბჭოთა-მონღოლთა მექანიზებული კავალერიის ჯგუფის იაპონური-კვანტუნის არმიის წინააღმდეგ ბრძოლით დაასრულა.
ომის შემდეგ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პლიევმა სამხედრო კარიერა გააგრძელა. 1946 წლის თებერვალში სტავროპოლის სამხედრო რაიონის მეთაურად დაინიშნა. ივნისში იგი მცხრე მექანიზებული არმიის მეთაურად დაინიშნა, რომელიც რუმინეთში იდგა და საბჭოთა არმიის სამხედრო ძალების სამხრეთ ჯგუფში შედიოდა. 1947 წლის თებერვლიდან 1949 წლამდე პლიევი დასავლეთ უკრაინაში მე-13 არმიას მეთაურობდა. 1949 წლის აპრილიდან ხელმძღვანელობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე მყოფ მეოთხე არმიას. 1955 წლის ივნისში დაინიშნა ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო რაიონის მეთაურის პირველ მოადგილედ, ხოლო 1958 წლიდან თავადვე მეთაურობდა აღნიშნულ რაიონს.
1962 წლის აპრილში პლიევი არმიის გენერლად დაინიშნა. ივნისში მისმა სამხედრო შენაერთებმა ნოვოროჩერქასსკის ამბოხება ჩაახშო. კუბის სარაკეტო კრიზისის დროს, ოპერაცია ანადირის მიმდინარეობისას, 1962 წლის ივლისიდან 1963 წლის მაისამდე პერიოდში ის საბჭოთა სამხედრო შენარეთებს ხელმძღვანელობდა. კუბიდან დაბრუნების შემდეგ პლიევი კვლავ ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო რაიონის მეთაურად დაინიშნა.[1]
1968 წლის ივნისში პლიევი სსრ კავშირის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი გახდა.[5] გარდაიცვალა 1979 წლის 6 თებერვალს,მოსკოვში. დაკრძალულია ვლადიკავკაზში, დიდების ხეივანში.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისა პლიევი დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით, წითელი დროშის 1-ელი ხარისხის ორი ორდენით, კუტუზოვის 1-ელი ხარისხის ორდენით, არაერთი მედლითა და ცხრა უცხოური ორდენით. ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის გმირი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (2015) When Titans Clashed: How the Red Army Stopped Hitler. University Press of Kansas. ISBN 9780700621217.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Roberts, Priscilla Mary (2012). Cuban Missile Crisis: The Essential Reference Guide. Abc-Clio Inc, გვ. 149. ISBN 9781610690652.
- ↑ Glantz & House 2015, p. 247.
- ↑ Glantz & House 2015, p. 268.
- ↑ Glantz & House 2015, p. 286.
- ↑ Reese, Roger R. (2002). The Soviet Military Experience: A History of the Soviet Army, 1917-1991. London: Routledge, გვ. 144. ISBN 0-415-21719-9.