ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი (რუს. Закавказский Военный Округ, ЗакВО) — საბჭოთა კავშირის სამხედრო ძალების ოპერატიულ-სტრატეგიული ტერიტორიული გაერთიანება დისლოცირებული აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებში. შტაბ-ბინა მდებარეობდა თბილისში.

საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში მოიცავდა:

  • მე-4 არმიას (აზერბაიჯანი)
  • მე-7 გვარდიულ არმიას (სომხეთი)
  • 31-ე არმიულ კორპუსს (საქართველო)
  • 34-ე საჰაერო არმიას (შტაბი თბილისში)
  • 171-ე საწვრთნელი ცენტრი.

სულ ოლქი ითვლიდა 10 მოტომსროლელ და 2 ავიაციურ დივიზიას, ასევე რამდენიმე პოლკს.