იროს ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
იროს ტბა
ფრანგ. Lac Iro
Lake Iro.jpg
კოორდინატები: 10°06′00″ ჩ. გ. 19°25′00″ ა. გ. / 10.10000° ჩ. გ. 19.41667° ა. გ. / 10.10000; 19.41667
მდებარეობა ჩადის დროშა ჩადი
სიმაღლე ზღვის დონიდან 386 
სიგრძე 13 კმ
სიგანე 11 კმ
ფართობი 110 კმ²
ჩამდინარე მდინარეები ბაჰრ-ელ-გაზალი
იროს ტბა — ჩადი
იროს ტბა

იროს ტბა (ფრანგ. Lac Iro) — ტბა, რომელიც მდებარეობს ჩადის სამხრეთ-აღმოსავლეთის შუა შარის რეგიონში. ზაფხულის და შემოდგომის თვეებში იკვებება აღმოსავლეთიდან მომდინარე მდინარე ბაჰრ-ელ-გაზალის წყლით, რომელიც იტოტება ტბიდან სამხრეთ-დასავლეთით 7 კმ-ში. ტბა მდებარეობს ჩადი-ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 100 კმ-ით ჩრდილოეთით. ირო თითქმის წრიული ტბაა, სიგრძით 13 კმ და სიგანით 11 კმ. მშრალი სეზონის დროს იგი შეიძლება მთლიანად დაშრეს.

არსებობს ეჭვი, რომ ტბა დარტყმითი კრატერის ნარჩენია.[1][2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. James B. Garvin (1986). POSSIBLE IMPACT STRUCTURES IN CENTRAL AFRICA
  2. W. Reimold & C. Koeberl (2014). Impact structures in Africa: A review, Journal of African Earth Sciences, Volume 93, May 2014, Pages 57–175