შინაარსზე გადასვლა

ირინე ონიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირინე ონიანი
დაბადების თარიღი 15 იანვარი, 1935 (1935-01-15) (89 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

ირინე ონიანი (დ. 15 იანვარი, 1935, თბილისი) — ქართველი ექიმი, ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1959-1961 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1961-1972 წლებში გ. ტარსაიძის სახელობის თვალის სნეულებათა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი; 1972-1988 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის ასისტენტი, 1988 წლიდან დოცენტი. ავტორია 62 სამეცნიერო ნაშრომისა გლაკუომის, ბადურის დისტროფიის, თვალის სისხლძარღვთა დაავადებების, ოფთალმოენერგომიკისა და ოფთალმოგერიატრიის პრობლემებზე. ხელმძღვანელობს კლინიკური ორდინატორებისა და სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომების მომზადებას.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „თვალის სისხლის მიმოქცევის შესწავლა რეოგრაფიული მეთოდით ჰიპერტონული დაავადების, შაქრიანი დიაბეტისა და ბადურის თრომბოჰემორაგიული დაავადებების დროს კარდიოდინამიკასა და ცერებრალური სისხლის მომოქცევასთან კომპლექსში“.

ორგანიზაციის წევრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • თბილისის ოფთალმოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, მდივანი
  • საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს ოფთალმოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი
  • მედალი „ჯანმრთელობის დაცვის ფრიადოსანი“
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 229

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]