ირინე გედევანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირინე გედევანიშვილი
დაბ. თარიღი 18 ივნისი, 1964(1964-06-18)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 17 ნოემბერი, 2019(2019-11-17) (55 წლის)
დასაფლავებულია ვაკის სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ფსიქოლოგი და პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ირინე გედევანიშვილი (დ. 18 ივნისი, 1964, თბილისი — გ. 17 ნოემბერი, 2019) — ქართველი მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი, ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიის დოქტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.

1988-1992 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრის ლაბორანტი. 1992-2005 წლებში ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრის მასწავლებელი. 2005-2014 წლებში იყო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. 2014-2019 წლებში ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი. 2012 წელს მუშაობდა გამოცდების ეროვნულ ცენტრში. 2010-2012 წლებში იყო თბილისის სასულიერო სემინარიის და აკადემიის რელიგიათმცოდნეობისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი. 2012-2013 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერბათა სკოლის მოწვეული პროფესორი. 1997-2002 წლებში იყო ადამიანთმცოდნეობის და პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მოწვეული პედაგოგი. სხვადასხვა დროს მუშაობდა ექსპერტად, ტესტის შემდგენლად, ტრენერად, ტესტირების ექსპერტად. იყო არაერთი პროექტის ხელმძღვანელი და მონაწილე, ათეულობით სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. მიღებული აქვს მონაწილეობა შემდეგ პროგრამებში: აკრედიტაციის ექსპერტების ტრენინგ-პროგრამა (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2006, ექსპერტი), აკრედიტაციის ექსპერტების ტრენინგ-პროგრამა (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 2007, ტრენერი), „კადეტთა სამხედრო ლიცეუმისთვის მოსწავლეთა შერჩევა“ (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 2010, მაისი, ექსპერტი, ტესტის შემდგენელი), მანდატურის სამსახურის – სკოლის ფსიქოლოგიური სამსახურის თანამშრომელთა ტრენინგები ფსიქოდიაგნოსტიკაში (განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსოპ, 2014, მაისი-დეკემბერი, ტრენერი), შპს „ალტერმესი“ — ტრენინგები ზოგად უნარ-ჩვევებში (დირექტორების შესარჩევი კანდიდატების კონკურსისთვის, 2013), საპატრიარქოს ფონდი — საგრანტო კონკურსი (2014, იანვარი-მარტი, მოწვეული ექსპერტი), იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის სასწავლო ცენტრი (2014, სექტემბერი-ნოემბერი, ტესტირების ექსპერტი), ევროპული აკადემიის პროექტის ფარგლებში, თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსისთვის მომზადების ტრენინგ პროგრამა (2014, დეკემბერი, ტრენერი), შპს „მარუნა“ ტესტების შექმნა და მოსწავლეთა ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში (2009-2014). მონაწილეობდა პროექტებში: „ფსიქომეტრული და საკონსულტაციო სამსახურის ხელშეწყობა საქართველოში“ (ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, 1997-1998), „სემინარები და ტრენინგები ადამიანური რესურსის მენეჯმენტში“ (ფონდი ევრაზია, 1998-1999), „ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრის შექმნის ხელშეწყობა“ (ფონდი ევრაზია, 2000-2001), „კადეტთა სამხედრო ლიცეუმისთვის მოსწავლეთა შესარჩევი ტესტის მომზადება“ (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 2010), „საქართველოს სტუდენტების ინტერკულტურული სენსიტიურობა“ (კვლევითი პროექტი ASCN, 2012-2014). გამოქვეყნებული აქვს შემდეგი პუბლიკაციები: „პიროვნების ტიპოლოგიის ერთი ცდა“ („ფსიქოლოგია-სამართალი“, თსუ შრომათა კრებული, 1990, გედევანიშვილი იონა), „ფემინურობა-მასკულინობის თანამედროვე სტერეოტიპის კვლევა“ („ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი“ 2004, №7, გედევანიშვილი იონა, პატარაია ც., ნაპირელი ნ.), „ინტერკულტურული მგრძნობელობის გაზომვა ქართველ სტუდენტებში“ ( ჟურნალი „ბილინგვური განათლება“ 2011, №5, გედევანიშვილი ი., წერეთელი მ., შურღაია მ.), „კომპენსაცია“ (თავი VIII, სახელმძღვანელო, „ადამიანური რესურსის მენეჯმენტი“, გამომცემლობა „არადანი“ თბილისი 1999, გაგოშიძე თ., გედევანიშვილი ი.), „ბილინგვური სწავლება – ქართული ენის შესწავლის ერთ-ერთი საშუალება“ (ჟურნალი „ბილინგვური განათლება“ 2011, №5, გედევანიშვილი ი., ბურჯაძე-მიხელაშვილი ნ.), „ქართველ სტუდენტთა აფხაზების მიმართ ინტერკულტურული სენსიტიურობის კვლევა“ (ჟურნალი „ბილინგვური განათლება“ 2011, №6, წერეთელი მ., გედევანიშვილი ი.), „ინტერკულტურული კომპეტენტურობა და ეთნოცენტრულობა საქართველოში მცხოვრებ ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ ახალგაზრდებში“ („ბილინგვური განათლება“ 2015, №1, გედევანიშვილი ი., წერეთელი მ., ტოროშელიძე გ., ფოფხაძე თ., ლომინაშვილი ი.), „ქართველ სტუდენტთა ინტერკულტურული მგრძნობელობის გენდერული თავისებურებები“ („ინტელექტი“ 2015, №1, გედევანიშვილი ი.). დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „ინტერკულტურული სენსიტიურობის კვლევა ქართველ ახალგაზრდებში“, დაიცვა 2011 წელს. (წიგნად გამოიცა 2020 წელს, თბილისი, გამომცემლობა „ინტელექტი“).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გედევანიშვილი ი., ინტერკულტურული სენსიტიურობის კვლევა ქართველ ახალგაზრდებში, თბ., გამომცემლობა „ინტელექტი“, 2020

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]