შინაარსზე გადასვლა

ირაკლი ელიავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ირაკლი იასონის ძე ელიავა (დ. 23 დეკემბერი, 1928, თბილისი — გ. 30 ნოემბერი, 2021, იქვე) — ქართველი ბიოლოგი.

1953 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ბიოლოგია-ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტი. 1953-1955 წლებში იყო ზოოლოგის ინსტიტუტის ლაბორანტი, 1958-1962 წლებში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1962-1972 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1972-1982 წლებში ლაბორატორიის გამგე, 1982-1989 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის კათედრის გამგე, 1987-1989 წლებში ბიოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, 1989-2005 წლებში ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, 2005-2006 წლებში ამავე ინსტიტუტის დირექციის მრჩეველი. 2006 წლიდან არის ნემატოლოგიის ლაბორატორიის გამგე.

1984 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „დორილაიმიდას რიგის ნემატოდების სისტემატიკა, ფილოგენია და ეკოლოგია“.

1985 წელს მიანიჭეს პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია, ხოლო 2001 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოეს.

  • მწერთა სახელები ზოგიერთ ძველ და თანამედროვე ქართულ დამწერლობაში : ცნობარი-ლექსიკონი (რედაქტორი). - თბილისი, ემ-პი-ჯი, 2012. - 104გვ.
  • ბიოლოგია : სახელმძღვ. ბიოლ. პროფ. პედაგოგებისათვის (რედაქტორი). - თბილისი, გამოცდების ეროვნ. ცენტრი , 2011. - 291გვ.
  • ეკოლოგიის საფუძვლები (ავტორი). - თბილისი, უნ-ტის გამ-ბა, 1992. - 368გვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]